0 7 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი დაზღვევა 2020 წლის შედეგებს აჯამებს

თიბისი დაზღვევა 2020 წლის შედეგებს აჯამებს

თიბისი დაზღვევა 2020 წლის გამოწვევებს სადაზღვევო სექტორში პოზიციების გამყარებითა და წლის შემაჯამებელი წარმატებული შედეგებით პასუხობს. 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეეხო როგორც მცირე და საშუალო, ასევე დიდ ბიზნესებს, სწორი სტრატეგიის შერჩევისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის ფონზე, კომპანიამ კრიზისულ პერიოდშიც შეძლო თავისი მისიის ერთგულება და ადამიანებს ცხოვრება კიდევ უფრო გაუმარტივა, რაზეც მომხმარებელთა კმაყოფილების უმაღლესი მაჩვენებელი და დაზღვეულთა მუდმივად მზარდი რაოდენობა მეტყველებს - კომპანიას 35 000-ზე მეტი ახალი დაზღვეული ჰყავს. 

შედეგად, საქართველოს საცალო სადაზღვევო სექტორში თიბისი დაზღვევის ბაზრის წილი 36%-ს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია წელსაც არ თმობს პირველობას და ავტოდაზღვევის საცალო გაყიდვების მიმართულებით როგორც დაზღვეულთა რაოდენობით, ასევე ანაზღაურებული თანხის მოცულობით, ლიდერია: 2020 წელს ავტოდაზღვევის მომხმარებელბეს კომპანიამ 9 მილიონი ლარი აუნაზღაურა, თანაც 73% დისტანციურად. 

წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა კომპანიის საქმიანობა კორპორატიულ სეგმენტშიც და ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით, რომელსაც თიბისი დაზღვევა სულ რაღაც ორი წელია რაც შეუერთდა, უკვე 200-მდე კომპანია და 15 000-ზე მეტი დაზღვეული ჰყავს. 

„ასეთი ზრდის,  რიცხვებისა და დინამიკის გარდა, ცალკე აღნიშვნის ღირსია სრულიად ახალი და რევოლუციური ტექნოლოგიური ცვლილებები, ინოვაციური პროდუქტები, ციფრული ეფექტური სისტემები, რაც პანდემიის პირობებში საკმარისად პოზიტიურად წაადგა თიბისი დაზღვევის საერთო მაჩვენებლებს. ეს არ იყო დაგეგმილი როგორც პანდემიის საწინააღმდეგო პრევენცია, მაგრამ საერთო გაციფრულების სტრატეგიამ ამ მხრივ ძალიან კარგად იმუშავა. დღეს ჩვენი სადაზღვევო პოლისების 70% იყიდება  დისტანციურად და ზარალის ანაზღაურების შემთხვევების  80%-მდე ასეთივე სისტემით მიმდინარეობს,  ანუ ფიზიკურად კომპანიის თანამშრომლის და მომხმარებლის ჩარევის გარეშე.“ - პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...