0 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

შობის ყვავილი და ჩიჩილაკი-ორი ყველაზე გავრცელებული საახალწლო სიმბოლო საქართველოში.

საქართველოში ახალი წლის ტრადიციები საკმაოდ მრავალფეროვანია და ყველა კუთხეს თავისი დამახასიათებელი წესი თუ სიმბოლო აქვს. ასევე, არსებობს სხვა ქვეყბნებიდან გავრცელებული სიმბოლოები, რომლებიც ბოლო წლებია საკმაოდ პოპულარული უკვე ქართულ რეალობაშიც. დღეს მოგიყვებით ორი საახალწლო სიმბოლოს შესახებ, რომელთა გარეშეც შობა-ახალი წელი უკვე წარმოუდგენელია.

ჩიჩილაკი (იგივე „ქართული ნაძვის ხე“)

ჩიჩილაკს, ისევე როგორც ყველა სიმბოლოს, თავისი დანიშნულება აქვს. ხე ნაყოფიერების ნიშანია, ბურბუშელები მზის სხივებს განასახიერებს. ჩიჩილაკის თავზე დამაგრებული ჯვარი კი რწმენის სიმბოლოა.  ჩიჩილაკს "ქართულ ნაძვის ხესაც"უწოდებენ. ეს იყო რიტუალური საგანი, რომელსაც საახალწლოდ სპეციალურად ამზადებდნენ. ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ჩიჩილაკი ახალი წლის სიმბოლოა. წინათ გურიასა და იმერეთში ახალი წლის დღეებში ყველა ცდილობდა თავის ოჯახში ჩიჩილაკი დაედგა.ნათლისცემის წინა ღამეს ჩიჩილაკს აუცილებლად წვავდენენ და სჯეროდათ, რომ გასული წლის უსიამოვნებებს მისი ფერფლი წაიღებდა

შობის ყვავილი (იგივე „საშობაო ვარსკვლავი“)

შობის ყვავილად წოდებული ულამაზესი მცენარე პუანტესა საქართველოში არც ისე დიდი ხანია, რაც გამოჩნდა. მასთან დაკავშირებით ერთი ასეთი ლეგენდა არსებობს:

მექსიკაში ობოლი და-ძმა ცხოვრობდა. თურმე, ძალიან უყვარდათ შობა და ყოველ წელს მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. ერთ შობას მოძღვართან ყველამ საჩუქარი მიიტანა. და-ძმას საჩუქრის შეძენის საშუალება არ ჰქონდა, ამიტომ შობის ღამეს მოძღვარს ქოთნით პუანტესა მიართვეს. იმ ღამეს მცენარეს ფერი უცვლია და გაწითლებულია. პუანტესა ესპანელებმა მექსიკისთვის ბრძოლის დროს ნახეს. იმდენად მოიხიბლნენ შობის პერიოდისთვის გაშლილი ულამაზესი ვარსკვლავით, რომ მღვდელმსახურებმა ამ ყვავილს flor de Nochebuena, ანუ შობის ღამის ყვავილი უწოდეს.

„შობის ყვავილი“ თავისი მწვანე ფოთლებითა და წითელი „ვარსკვლავებით“ იმდენად ლამაზია, რომ განსაკუთრებულად უხდება ახალი წლის დღეებს. მისი მოვლა არც ისე რთულია და ამბობენ, რომ მას ბედნიერების მოტანა შეუძლია.

ჩიჩილაკისა და „შობის ყვავილის“ ტრადიციამ საუკუნეებს გაუძლო. ორივე მათგანი ნაყოფიერების, ბარაქისა და ბედნიერების სიმბოლოა. ახალი წლის დღესასწაულამდე რამდენიმე დღე დარჩა. ასე რომ, უკვე დროა, მომზადება დაიწყოთ. შობის ყვავილს, ჩიჩილაკსა და საახალწლო პროდუქციის ყველაზე დიდი არჩევანი კი ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიაშია“ . საუკეთესო ფასად ნებისმიერი პროდუქტის შერჩევა უკვე სახლიდან გაუსვლელადაც, „გორგია შოპიდანაც „ შეგიძლიათ. www.gorgia.ge  ზე ონლაინ განვადებაცაა შესაძლებელი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...