1 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი შენთვის - 100 ციფრული სტრატეგია 100 ბიზნესისთვის

დღეს ბიზნესისთვის ციფრული სივრცე ერთ-ერთი მთავარი სამოქმედო არეალი გახდა, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს მომხმარებლების რაოდენობის ზრდას, მათ ლოიალობას და, ზოგადად, ბიზნეს ამოცანების შესრულებას.

ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევაა მსოფლიოს მასშტაბით. 2019 წლის მონაცემებით კომპანიების 70%-მა უკვე განახორციელა, ან მუშაობს პროცესების დიჯიტალიზაციაზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში კი, ფიზიკური შეხების წერტილებიდან ონლაინ სივრცეში გადანაცვლება არა მხოლოდ მოგების გაზრდის საშუალება, არამედ აუცილებლობა გახდა. ქართულმა კომპანიებმაც მომხმარებლამდე მისასვლელად ახალი გზების ძიება დაიწყეს.

არსებული გამოწვევების საპასუხოდ, „თიბისი შენთვის“ ბიზნესების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის ბოლომდე, 100 ბიზნესისთვის 100 ციფრული სტრატეგია მომზადება.

პროექტის მიზანია, ბიზნესებისთვის, რომლებიც თავიანთ ყოველდღიურობაში მომხმარებლებთან ციფრულ არხებში უკეთესი კომუნიკაციის საჭიროებას ხედავენ, მომზადდეს სტრატეგიის დოკუმენტები, რომლებიც მათ კომუნიკაციას უფრო ეფექტურს გახდის.

ამ პროექტის იდეამდე ბიზნესების მხარდაჭერის გუნდი პანდემიის გამოცდილებამ მიიყვანა,  როდესა ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციზე დაიწყო მუშაობა და მათთვის 200 ონლაინ მაღაზია გაკეთდა. ბიზნესების საჭიროებებიდან გამომდინარე გამოიკვეთა, რომ ციფრული მარკეტინგი მათთვის ერთერთი სტრატეგიული მიმართულება იყო.

„თიბისი შენთვის“ პროგრამამ საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე უამრავი პროექტი განახორციელა, მათ შორის, სახელმწიფოსთვის 10 000 სწრაფი ტესტის გადაცემა, მომხმარებლებისთვის საკომისიო გადასახადებში 3 მლნ ლარის დაზოგვა, 200 ბიზნესისთვის ელექტრონული კომერციის პლატფორმების შეთავაზება, 300 000 ლარიანი სადაზღვევო ფონდი ინფიცირებული მედპერსონალისთვის და ა.შ.  „თიბისი შენთვის“ ფარგლებში წლის ბოლომდე კიდევ არა ერთი პროექტი განხორციელდება, რომელთა პრიორიტეტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა იქნება. სულ საერთო ჯამში, თიბისი 5 მლნ ლარს დახარჯავს.

ციფრული სტრატეგიის მსურველი ბიზნესებისთვის რეგისტრაცია 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით ყოველი თვის დასაწყისში გაიხსნება. საბოლოო ჯამში, კი, 100 ბიზნესი ინდივიდუალურად მიიღებს ციფრულ სტრატეგიას.

პროექტის პარტნიორები არიან კრეატიული სააგენტო „ვინდფორსი“ და ევროპული ფონდი EFSE.

კომპანიებს რეგისტრაციის გავლა დღეიდან, შემდეგ მისამართზე შეუძლიათ: https://www.digitalstrategies.tbcbusiness.ge/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...

  • 16:03

    თიბისი ბორჯომის „თორის“ მხარდამჭერია...

    თიბისი ბორჯომის ახალგაზრდული გუნდის „თორის“ მხარდამჭერია. ბორჯომის „თორის“ ახალგაზრდული გუნდი 2020 წელს შეიქმნა. ისინი სამცხე-ჯავახეთის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და სა...