ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვი...
ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლის შემდეგ, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე წყვეტს თანამშრომლობას მარჯანიშვილის თეატრთან, ამის შესახებ იგი წერს თავის ფე...
|
1937 წელი.... “დააპატიმრეს მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი!”-ასეთი ხმა გაისმა ერთხელ თბილისში. თითქოს საკვირველი აქ არაფერი იყო, რადგან საბჭოთა კავშირში ბოლშევიკური ტერორი მძვინვარებდა. ხალხში ყოველდღიურად დადიოდა ხმები ახალ-ახალი დაპატიმრებებისა და თვითმკვლელობების შესახებ. მაგრამ არა! ამ ხმამ სხვანაირი სიმწვავით იმოქმედა ქართველ ხალხზე, ღრმა ჭრილობა მიაყენა მის სულსა და გულს და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ საბჭოთა ხელისუფლება არ შეიბრალებდა არავის, რა წონისა და ღირებულებისაც უნდა ყოფილიყო იგი. “მიხეილ ჯავახიშვილი დაუპატიმრებიათ”., “არსენა მარაბდელის”, ავტორი წაგვართვეს”, ისმოდა შიშგარეული ხმა ყველგან. საყვარელი მეუღლის დაპატიმრება დიდი ტრაგედია იყო ლუბა ჯაჭვაძისთვის. მის ცხოვრებას აზრი დაეკარგა. რასაც აკეთებდა, მხოლოდ ძალდატანებით და ბავშვების წინაშე ვალის მოხდის მიზნით. სხვების ცოლების მსგავსად, ლუბა არ გადაუსახლებიათ, სამაგიეროდ ნებაყოფლობით ოთხკედელშუა ჩაიკეტა და გარეთ აღარ გადიოდა. თავისი ცხოვრება ციხეში გატარებულ დღეებს დაამსგავსა. ის წამებული ქალი იყო. ქმრის დაკარგვამ და ოჯახის დანგრევამ, ხალხის მტრის იარლიყის მიწებებამ მის სულს დიდი დაღი დაასვა. მართალია, მიხეილ ჯავახიშვილის რეაბილიტაციამ შვება მოჰგვარა, შინაგანად განამტკიცა, მაგრამ ცხოვრების წესი არც ამის შემდეგ შეუცვლია, კვლავ კარჩაკეტილი იყო. დიდი მწერლის მეუღლე საზოგადოებას გაემიჯნა, მას ბევრმა ატკინა გული და არავის ნახვა აღარ უნდოდა. "ცხოვრობდა ამქვეყნად როგორც ხალხის მტრის ცოლი, ამ სოფლიდან კი წავიდა როგორც დიდი ერისკაცისა და მწერლის მეუღლე". მ. ჯავახიშვილის დაპატიმრების შემდეგ ხალხის ყურადღება ყოველდღიურმა ამბებმა მიიპყრო. აღარც აღარავინ მოელოდა მწერლის შემდგომი ბედის გაგებას. მაგრამ მკვლელების ღრმად და გულმოდგინედ ჩაკეტილი ამბავი მაინც გამჟღავნდა. გთავაზობთ გიორგი ხერგაისძის მიერ გადმოცემულ, ქუთაისელი სტუდენტის მონათხრობს, რომელმაც, თავი დააღწია ჯურღმულებიდან და მზის სინათლეზე გამოიტანა მწერლის მკვლელობის ნამდვილი ამბავი. „გავოგნდი, როდესაც გავიგე, რომ სარდაფში სადაც მე ვიჯექი, და სადაც უმეტესობა მდუმარედ შესცქეროდა სიკვდილს თვალებში თურმე ჩემი საყვარელი მწერალი მიხელ ჯავახიშვილი მჯდარა. ვერ წარმომედგინა თუ ეს ახალგაზრდობის საყვარელი მწერალი ჩვენთან იმყოფებოდა ამჟამად, აქ, ამ სასტიკ ჯურღმულებში. გული აღარ დამიდგა და დაუყოვნებლივ მივედით იმ ჯგუფთან. თვალწინ წარმომიდგა შემაძრწუნებელი სურათი: კუთხეში მიმჯდარი იყო ძვალტყავად ქცეული, ჩია ტანის მოხუცი, ღრმად ჩეცვენილი თვალებით, საშინლად გაწითლებული, წვერებ-გაბურდული… პირველად შევკრთი კუთხეში მიწყობილი ჩონჩხის შეხედვაზე. დიახ, ჩონჩხი, ნამდვილად ანატომიური ჩონჩხი იყო. ჩონჩხი ლაპარაკობდა, ჩონჩხი ჩურჩულებდა… აი, ამ ჩონჩხ ადამიანზედ მითხრეს მიხეილ ჯავახიშვილი არისო. ცოტა დამაკლდა კინაღამ ქვითინი დავიწყე. მაგრამ როგორღაც თავი შემიმაგრე. მალე გავეცანი და დავუახლოვდი ჯავახიშვილს და მის გარშემო მყოფთ. ჯავახიშვილი გვარიგებდა, გვირჩევდა და გვამხნევებდა. “ეგება რომელიმე თქვენგანს ათასში ერთს მაინც გაგიღიმოს ბედმა – და ცოცხალი გადაურჩეთ ამ მხეცებს. ნუ დამივიწყებთ… გადაეცით ქართველ ხალხს, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მისი ვიყავი, მასზედ ვფიქრობდი… გადაეცით, რომ იმედით სავსე ვკვდები სამშობლოსათვის.” დასახვრეტად გამოძახებულნი მოდიოდნენ მასთან დასამშვიდობებლად. მიხეილი წამოიწევდა თავის კუთხიდან, ჩონჩხად ქცეულ მკლავებს შემოხვევდა მასავით მიხრწნილ პატიმარს, ეამბორებოდა და თვალცრემლიანი კვლავ მიჩნეულ კუთხეში მიიკუჭნებოდა. ეს სურათი: დამშვიდობება მიხეილ ჯავახიშვილთან დიდ მგრძნობიარე სურათს წარმოადგენდა. ასეთი სურათები ყოველდღიურად იმართებოდა მრავალჯერ დღეში. … ელოდებოდა ჩვენი მიხეილიც. მათ სურდათ თავისი თვალით არ დაენახათ მიხეილ ჯავახიშვილის გაყვანა დასახვრეტად. არ სურდათ შესწრებოდნენ ამ დღეს. ამიტომ გულის ფანცქალით ელოდებოდნენ იმ წუთებს, როდესაც ჯავახიშვილს წაართმევდნენ. ერთს უბედურ დღეს, როდესაც სამარისებული ბნელეთი გამეფდა, ჭრიალით გაიღო კარები, როგორც ყოველთვის, გამოჩნდა ორი ჩეკისტი. პატიმრებმა კარებისაკენ მიიხედეს. ყველას შეაჟრჟოლა. კარგად იცოდნენ რას ნიშნავდა ამ ორის შემოსვლა საკანში. _ მიხეილ ჯავახიშვილი!… _ გაისმა ცივი ხმა. ჰაერი გაიყინა, დამძიმდა და აუტანელი შეიქმნა. სიჩუმემ რამოდენიმე წამი გასტანა. ხალხს სუნთქვა შეეკრა. სამარისებური სიჩუმე უცბათ დაარღვია ვიღაცის შეძახილმა: “ჯალათებო!… სისხლის მსმელებო!…” ხმას აჰყვნენ დანარჩენები და სარდაფი აივსო ყვირილით. _ თქვენ ხვრეტთ მოწინავე ადამიანებს ქართველებისას! _ თქვენ გვართმევთ დიდ მწერალს! _ მხეცებო! _ არ მოქცემთ მიხეილ ჯავახიშვილს! _ იგი ჩვენია! პატიმრები აირივნენ. რისხვით მიაწყდნენ იმ კუთხეს, სადაც დიდი მწერალი ეგულებოდათ, მას გარს შემოევლნენ და არ აძლევდნენ საშუალებს კარებისკენ გასულიყო. ნელა წამოდგა მიხელ ჯავახიშვილი, ღმერთო!… როგორი გამომეტყველება ქონდა! ოდნავ ქვემოთ ჩამოწეული მარჯვენა ტუჩის კუთხე უცახცახებდა. სახეზედ უმწეობისა და შეურაცხყოფის ღიმილი ეკერა. რამოდენიმე წამი გვიცქირა და ის იყო რაღაცის თქმა დააპირა, რომ ამ დროს მახლობლად ისტერიული ქვითინი გაისმა. მეც ვეღარ შევიკავე თავი და ბავშვივით ავზლუქუნდი. ჩემს ქვითინს აჰყვა თითქმის ყველა. ვისარგებლე მდგომარეობით და პირველი მივიჭერი მწერალთან. გადავეხვიე, დავუკოცნე გამხმარი სახე… მომყვენ სხვებიც, მწერალს ვეხვეოდით. გულში ვიკრავდით, სამუდამოდ ვეთხოვებოდით. რეზინიანმა ჩეკისტმა მოხუცს წიხლი ჩააზილა. ჯავახიშვილი გასავალი კარების ახლოს ჩაიკეცა. ხორციელად დაუძლურებული ადამიანი მალე ფეხზე ადგა, დამჭკნარი ხელებით სველი თვალები ამოიწმინდა და გადმოგვძახა: “აწ გშორდებით, საყვარელო ძმებო”… მაგრამ არ დააცალეს, სიტყვა გააწყვეტინეს. ჩეკისტმა კისერში ხელი წაავლო და კარებისაკენ წაათრია. კიდევ საკვირველება! მწერალი კვლავ დაუსხლტა ხელიდან ჩეკისტს, დაჩონჩხილი ხელი მაღლა აღმართა და არსენასებური ფოლადივით მტკიცე ხმით დაგვძახა: “კიდევაც დაიზრდებიან ქართვლში ლეკვები მგლისანი, ისე არ ამოწყდებიან ჯავრი შაშჭამონ მტრისანი”. ეხლა კი აღმართა ჩეკისტმა ხელი და მძლავრად დაკრა მძიმე რეზინი მხრებზედ ჯავახიშვილს. მწერალმა გონი არ დაჰკარგა. იგი კვლავ ხელს გვიქნევდა დამშვიდობების ნიშნად. მძიმე ჭრიალით მიიხურა სარდაფის კარი. ასეთი იყო მიხეილ ჯავახიშვილის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ბნელეთის მოციქულებმა ხელიდან გამოგვტაცეს და ვერაგულად მოგვიკლეს დიდი მწერალი და მამულიშვილი მიხეილ ჯავახიშვილი.
ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლის შემდეგ, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე წყვეტს თანამშრომლობას მარჯანიშვილის თეატრთან, ამის შესახებ იგი წერს თავის ფე...
ხატვა გრძნობების, აღქმულისა და აღსაქმელის, გარესამყაროს საკუთარი ფანტაზიით გადმოცემის საშუალებაა, ნიჭია, რომელიც ყველას არ აქვს. მხატვარ დავით მურაჩაშვილის შემოქმედების ხილვისას ერთი აზრი გებადება...
პიანისტი, გიორგი გიგაშვილი, რომელიც რუბინშტეინის კონკურსის ფინალში გავიდა, სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ჟიურის საბოლოო შედეგებს უზიარებს და წერს, რომ მეორე ადგილზე გავიდა. გიორგი გიგაშვილი ...
თამარ მაყაშვილის სკადანლი - ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია ნათქვამი:„ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატუ...
ცნობილია, რომ რუსეთ - უკრაინის ომს მომღერალი დღემდე აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მომღერლად და წარმატებულ ხელოვანად რუსეთში ჩამოყალიბა და რუსი ხალხისგან სიყვარულითაა დავალებული, რუსულ პოლიტიკ...
დიდი ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე ასი წლის წინ, 1921 წლის 10 ივლისს, ქუთაისის სოფელ ბაღდათში დაიბადა. მისი დაბადებიდან 100 წლისთავს კი ბარიტონი დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში " დავით ღვინიანიძის ხ...
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინ...
„კახის წარდგენაზე ძალით ვერავის მიიყვანდი, იქ მთელი თბილისის ელიტა იყო. თბილისის ელიტას ვეძახი იმ ადამიანებს, რომელიც თბილისის მოსახლეობას უყვარს. რასაკვირველია, ყველას ყველა არ ეყვარება....
71 წლის ასაკში მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ავრცელებენ. მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. რუსთა...
პოეტი ზურაბ რთველიაშვილი დღეს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას პენცენტრი აქვეყნებს. „პოეტი და პერფორმერი, საქართველოს პენცენტრის წევრი, დადა-მეფე ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა. საქართველოს...
სოციალურ ქსელში, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, სულ უფრო მეტად იმატებს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ლუკმა-პურის მისაღებად დახმარებას ხან ქუჩაში, ხანაც ფეისბუქზე თ...
მსახიობი მერაბ ნინიძე ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების (BIFA) ნომინანტებს შორისაა. ქართველი მსახიობი ფილმ „კურიერში“, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის, საუკეთესო შესრულებისთ...
მას იცნობენ მთელს მსოფლიოში, მის გადაცემას ჰყავს უზარმაზარი აუდიტორია, არის წარმატებული და მდიდარი ქალბატონი. გთავაზობთ წარმატების ფორმულებს ოპრა უინფრისგან. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელ...
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 11-ის სასამართლო პროცესი ხვალ, 27 ივლისს გაიმართება. პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში 11:00 საათზეა დანიშნული. აღნიშნულ სხდომაზე და...
რეჟისორ სერგო ფარაჯანოვის მეუღლე სვეტლანა შერბატიუკი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. სვეტლანას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში მკურნალობდა. აღნიშნულ ინფო...
დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აქტიურად ახორციელებენ მონიტორინგს, ბიზნესოპერატორებს აცნობენ ახალი კო...
ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბრიტანული გამოცემის The Guardian 2020 წლის საუკეთესო ფილმების სიაში მოხვდა. „ცეკვის სცენები ძალიან დამაკმაყოფილებელია - მათი ყურე...
იდეის ავტორი: სოფო ბედია მუსიკა: კაკი ბოლქვაძე ტექსტი: ნანა ცინცაძე
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ვარსკვლავს ლევან გელბახიანს ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადაეცა....
ლონდონში გამართულ BAFTA-ს დაჯილდოების 73-ე ცერემონიაზე საუკეთესო რეჟისორად სემ მენდესი, საუკეთესო ფილმად კი მისი გადაღებული „1917“ აღიარეს. ფილმმა საბოლოო ჯამში 7 ნომინაციაში მოიპოვა გამარჯ...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები