1 3 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უკრაინის უმაღლეს რადაში მხარი დაუჭირეს მიმართვის პროექტს, რომლის თანახმადაც დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებასა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ

 

უკრაინის უმაღლეს რადაში დარეგისტრირდა მიმართვის პროექტი, რომლის თანახმადაც დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით შეწყალებასა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. 

მიმართვას ხელს 87 დეპუტატი აწერს, მათ შორისაა უკრაინის რადას მმართველი პარტიის, ხალხის მსახურის ლიდერი დავით არახამია. დარეგისტრირებულ მიმართვას დეპუტატებმა მხარი ცოტა ხნის წინ დაუჭირეს. 

მიმართვის პროექტი გულისხმობს მიმართვას საქართველოს პრეზიდენტის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტარების, ევროპარლამენტარების, გაეროს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეისადმი. 

პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონმდებლობის ინიციატივის მიზანია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მოქალაქე და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰუმიანიტარული მიზნით შეიწყალოს, მისი ჯანმრთლობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

გარდა ამისა, უკრაინის უმაღლესი რადა მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, რომ ადამიანის უფლებთა კომისარს მიხეილ სააკაშვილთან დაშვების საშუალება მიეცეს.

დოკუმენტი ასევე მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები, რათა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აუცილებლად განახორციელოს ჰუმანიტარული აქტი და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები