1 7 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვერაზე სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი 20 წლის ბიჭი დაიღუპა

ვერაზე, ანჯაფარიძის ქუჩაზე დაჭრილი ახალგაზრდა დღეს დილით გარდაიცვალა. ახალგაზრდა ხეჩინაშვილის კლინიკაში  კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. 

გუშინ, ვერაზე ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები