0 9 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"დუკა", "ფაჩიჩა", "კამო" და კიდევ 5 პირი "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის გამო დააკავეს

ჩამოტვირთვა

"სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული ლ.დ., 1965 წელს დაბადებული გ.ხ. (ე.წ. კანონიერი ქურდის - რომან ხმალაძის, მეტსახელად „რომა ბათუმსკის“ ძმა) და 1978 წელს დაბადებული ზ.თ. - ქურდული სამყაროს წევრობისთვის, ხოლო 1964 წელს დაბადებული დ.ქ. (მეტსახელად „დუკა“, ე.წ. კანონიერი ქურდის - ასლან ქობულაძის, მეტსახელად - „ასლან ბათუმსკის“ ძმა) და 1973 წელს დაბადებული ა. დ. (მეტსახელად "ფაჩიჩა"), - "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააკავეს.

გარდა ამისა, ძმები - 1964 წელს დაბადებული ჯ.ბ. და 1968 წელს დაბადებული ჯ.ბ., ასევე, მათი ბიძაშვილი - 1967 წელს დაბადებული რ.ქ. (მეტსახელად "კამო") "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული.

რაც შეეხება 1984 წელს დაბადებული რ.ზ.-ს (მეტსახელად "ბალუ"), მას „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა", - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები