0 7 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაიხურა ვანო.. ჩემი გადაცემაც დაიხურა. უბრალოდ ჩვენ გვყავდა სპონსორები, უნდა დავამატოთ კიდევ ერთი, რომ ვიარსებოთ. ახლა ვიბრძვით გადარჩენითვის - ნანუკა ჟორჟოლიანი

ვატყობ, ახლა ტყუილი და მართალი ერთმანეთში აირევა და ზოგადად, ასეთ მომენტებში საჭიროა გახსნილობა და მოგიყვებით დეტალურად რა ხდება ჩვენს თავს "მთავარი" შედგებოდა სამი ოფისისგან.

1. ჩუბინაშვილის ოფისი, სადაც მხოლოდ პოლიტიური გადაცემებია. ნიუსი და დღის გადაცემები.

2. ბენტლის ოფისი, სადაც ასევე პოლიტიკური გადაცემებია, ოღონდ საღამოს ეთერები.

3. ვაშლიჯვრის ოფისი, საიდანაც გადიოდა ფროდაქშენის გადაცემები. შესაბამისად, აქედან გადიოდა ნიკას გადაცემაც, დილაც, ვანოც, მეც , ლელაც, ექიმებიც. ერთად ვერ ვეტეოდით ვერსად ტერიტორიის სიმცირიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი ზრდიდა ხარჯს. ტექნიკა ყველგან ნაქირავები იდგა, განათება, სტუდიების აწყობა.... ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე დაიხურა ვაშლიჯვარი.

ანუ, სტუდია დაიხურა. დაგაბნევთ ალბათ ის რომ დარჩა თითქმის ყველა გადაცემა, ქეთის სამზარეულო, პუტკუნები, ექიმები, ლელა. არხის ფინანსური მენეჯერი ამბობს რომ ამ გადაცემას სპონსორებით შენახვის რესურსი აქვთ. ასევე, შეუძლიათ სტუდიის გარეთ გასვლა. ანუ, მათთვის აუცილებელი არაა ვაშლიჯვრის ოფისი. დაიხურა ვანო. ამ თემაზე კომენტარს მე არ გავაკეთებ, ჯობია ვანოსგან მიიღოთ სრული ინფორმაცია. ერთადერთი რაც ვანოზე შემიძლია ვთქვა, არის ის რომ ვანომ საკუთარი ხელით აშენა ეს არხი. მე მივიღე პასუხი რომ სპონსორის მოძიების შემთხვევაში ვანოს გადაცემა აუცილებლად გავა ეთერში. ჩემი გადაცემაც დაიხურა. უბრალოდ ჩვენ გვყავდა სპონსორები, უნდა დავამატოთ კიდევ ერთი, რომ ვიარსებოთ. დილაც დარჩა, მაგრამ სხვა ფორმატით, უკვე ნახეთ კიდეც ეთერში. ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ რომ ოქუაშვილმა შენობიდან გაგვიშვა. არა მეგობრებო, პირიქით, ეს კაცი მხოლოდ გვეხმარება. უბრალოდ სტუდიებს ვეღარ ინახავს არხი და ამიტომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება. ოფისები ისევ ვაშლიჯვარში დაგვრჩება.

ანუ, ახლა ვიბრძვით გადარჩენითვის და გადავრჩებით კიდეც. ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. მაგრამ ჩვენი გადარჩენა ვანოს გარეშე ძალიან უსამართლო იქნება, ამიტომ მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვანოც და მისი გუნდიც ჩვენთან ერთად იყოს. - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები