1 0 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

საბერძნეთში 32 წლის ქართველი ემიგრანტი მოკლეს

საბერძნეთში ქართველი მამაკაცი მოკლეს. ამის შესახებ დიასპორა წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია კატერინში მოხდა. 32 და 33 წლის მამაკაცები ერთმანეთს გაურკვეველი მიზეზით დაუპირისპირდნენ. ირკვევა, რომ ერთ-ერთმა მათგანმა მეორე ცივი იარაღით კერძოდ კი დანით დაჭრა, შემდეგ კი დანაშაულის ადგილიდაან მიიმალა. 

32 წლის დაჭრილი მამაკაცი, ქართველი ემიგრანტი, გიკა კობაიძე აღმოჩნდა, რომელსაც ერთი არასრულწლოვანი გოგო დარჩა. მისი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, გაირკვა, რომ მას საძილე არტერია ჰქონდა გადაჭრილი და მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. ექიმების მცდელობის მიუხედავად იგი გარდაიცვალა.

დამნაშავე 33 წლის რუსი მამაკაცი, პოლიციამ მის საცხოვრებელ სახლში დააკავა და აღმოჩენილია დანაც რომლითაც დანაშაული ჩაიდინა. დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები