2 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში დონალდ ტრამპის ჩასვლას ქვემეხების სროლით შეხვდნენ

ჩამოტვირთვა

დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტს და მის მეუღლეს ლონდონის აეროპორტში სამეფოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჯერემი ჰანტი დახვდა.

ტრამპი დედოფალს უკვე ეახლა. ბუკინგემის სასახლეში სტუმრის პატივსაცემად ქვემეხები 21-ჯერ გაისროლეს.

ბრიტანეთში გამგზავრებამდე ტრამპმა ერთ-ერთ ინტერვიუში მარკლზე საუბრისას სიტყვა "აუტანელი" ახსენა. დონალდ ტრამპი დაუპირისპირდა ლონდონის მერსაც, რომელსაც "Twitter"-ის  ქსელში ხელმოცარული პოლიტიკოსი უწოდა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტს ოპოზიციურმა "ლეიბორისტულმა პარტიამ" ბოიკოტი გამოუცხადა. ლონდონში, მანჩესტერში და ბელფასტში ტრამპის ვიზიტის გასაპროტესტებლად აქციები იგეგმება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები