1 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ძლიერი მიწისძვრა ტაივანში - სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 188 დაშავდა

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 188 ადამიანი დაშავდა ტაივანის ქალაქ ჰუალიანში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, - ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო ტელეარხი იუწყება.

მისივე ცნობით, 29 ადამიანი კვლავაც სასტუმრო „მარშალის“ ნანგრევებშია მოყოლილი. ადგილზე მაშველები მუშაობენ. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,5 მაგნიტუდა შეადგინა, რასაც 4,5 მაგნიტუდის განმეორებითი მიწისძვრა მოჰყვა.

მედიის ინფორმაციით, სულ მცირე ხუთი სახლია სრულად და ნაწილობრივ დანგრეული, დაზიანებულია ხიდები, გზის საფარი, ტროტუარებზე ღრმა ნაპრალები გაჩნდა.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში 100 სამხედრო ჰყავს ჩართული, რომელსაც უახლოეს პერიოდში, კიდევ 250 სამხედრო დაემატება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები