0 9 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა

  • „პორშე ცენტრი თბილისმა“ ჯილდო გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მიიღო

„პორშე ცენტრი თბილისმა“ პორშეს სამყაროში ისტორიული აღიარება მოიპოვა. PACE 2023-ის ჯილდო კომპანიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით მსოფლიო კონკურსში გადაეცა. საერთაშორისო კონკურსში „პორშე ცენტრი თბილისი“ ცენტრალური და აღმოსავლეთ რეგიონის ქვეყნებიდან მეორე ადგილზე გავიდა.

Porsche After Sales World Challenge წელს ლისაბონში გაიმართა და მასში 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. პროექტი მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და გამარჯვებულები წლის ბოლოს სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ გამოავლინა. Porsche After Sales World Challenge-ის კონკურსში ჟიური გამარჯვებულებს 5 მთავარი კრიტერიუმის მიხედვით არჩევს, რაც მოიცავს როგორც სერვისის გამართულობას, ისე სათადარიგო ნაწილების ბიზნესსა და მარკეტინგულ აქტივობებს.

ირაკლი იმნაძე, „პორშე ცენტრი თბილისის“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების მენეჯერი:Porsche After Sales World Challenge არის კონკურსი, რომელშიც მთელი მსოფლიოდან მონაწილეობენ. 27 ბაზარს შორის საქართველო მეორე ადგილზე გავიდა, რაც ამ რეგიონისთვის ძალიან დიდი მიღწევაა. კონკურსში საქართველოს ჩვენ, „პორშე ცენტრი თბილისი“, წარმოვადგენდით და კონკურენციას ვუწევდით ცენტრალურ და აღმოსავლეთ რეგიონის ქვეყნებს.

ეს არის კონკურსი, სადაც არანაირი მონეტარული ინტერესი არ არსებობს, მიზანი მხოლოდ კომპანიის პრესტიჟი და ქვეყნის პოპულარიზაციაა. ვფიქრობ, რომ პორშეს სამყაროში მოპოვებული ამ ისტორიული აღიარების შემდეგ, პორშეს სათავო ოფისიდან „პორშე ცენტრი თბილისის“ მიმართ მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

 ამ აღიარების შემდეგ ჩვენს გუნდს პირველი ადგილის ამბიციაც აქვს, მიუხედავად იმისა, რომ აღიარებამ უფრო მეტი გამოწვევაც დაგვისახა. ჩვენი უპირველესი ამოცანაა, შევინარჩუნოთ მოწინავე ადგილი და საუკეთესო შემთხვევაში ვიბრძოლოთ მსოფლიოში პირველობისთვის“.

„პორშე ცენტრი თბილისის“ მსოფლიო აღიარების შემდეგ საქართველო პორშეს სამყაროში საპატიო ადგილზე მოინიშნა. ბრენდის ქართული წარმომადგენლობა კი იმ ქვეყნებს შორის ჩაიწერა, რომლებიც მოწინავეები არიან გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით.

__

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს.  შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 20:39

    საერთაშორისო გამოცემამ Euromoney თიბისი საქართველო...

    მსოფლიოში წამყვანმა საბანკო და ფინანსურმა გამოცემამ Euromoney, თიბისი, ციფრული ბანკის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. თიბისიმ აღიარება ციფრულ საბანკო სერვისებში ლიდერობით მო...

  • 21:16

    თიბისი უზბეკეთი ფინანსური პროდუქტების გაფართოებისთ...

    უზბეკეთის ერთადერთმა, ექსკლუზიურად მობილურ აპლიკაციაზე დაფუძნებულმა ბანკმა, თიბისი ბანკი უზბეკეთი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტულ თიბისი ბანკის ჯგუფს ეკუთვნის, ახალი კაპიტალის ინვესტირებით...

  • 21:15

    თიბისი ტექსკოლა: სწავლობ და ქმნი მარტივად...

    ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა. ტექსკოლაში უფროსკლასელები ეუფლებიან ტექნოლოგიებს, იღებენ პირველ გამოცდილებას, ივითარებენ და იძენენ ახალ უნარებს, იღრმავებენ ინტერესებს, ისახავენ მიზნებს,...

  • 19:31

    თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზებები ბათუმში...

    წელს ბათუმი უკვე მე-17 შავი ზღვის ჯაზ ფესტივალს მასპინძლობს, რომლის ერთგული მხარდამჭერიც, კვლავაც, თიბისი კონცეპტია. ისე როგორც ყოველ ზაფხულს, თიბისი კონცეპტი მოხმარებელს, წელსაც განსაკუთრებულ საზაფხ...

  • 19:29

    თიბისის პარტნიორი თეთრეულისა და ტექსტილის დასუფთავ...

    საქართველოში სასტუმროების ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური, სწრაფად განვითარებადი სფეროა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში, წლის განმავლობაში, სასტუმროებით 5 მილიონამდე უცხოელი და ადგილო...

  • 20:45

    თიბისის TechXplore ღონისძიება...

    „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში, თიბისიმ USAID-თან პარტნიორობით, განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ტექღონისძიება TechXplore გამართა, რომელსაც კახა ბენ...

  • 20:43

    თიბისი სატრანსპორტო შეთავაზებები ახალი თაობისთვის...

    თიბისი ახალ თაობას, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, მრავალფეროვან შეთავაზებებთან ერთად, მუნიციპალურ ტრანსპორტში - სკოლის მოსწავლეებს უფასოდ, ხოლო სტუდენტებს კი ნახევარ ფასად მგზავრობას სთავაზობს. ...