თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
|
საერთაშორისო აღიარება „ვოლვო ქარ კავკასიამ“ ბარსელონაში გამართულ Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე მოიპოვა. 2023 წლის გაყიდვების გეგმის შესრულება, ბაზრის წილის ზრდა, Volvo Cars-ის გლობალური სტანდარტების 100%-ით შესრულება, სხვადასხვა სისტემის ათვისება, მომხმარებლის უკუკავშირი და სერვისის მრავალფეროვნება - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ ყველა კრიტერიუმში, მსოფლიო მასშტაბით, უფრო გამოცდილ კონკურენტებზე უკეთესი შედეგი აჩვენა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა.
გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „Excellence Club-ის ჯილდო 30-მდე კრიტერიუმს მოიცავს და ჩვენ შევძელით, უკვე მეორედ საუკეთესო შეფასებები მიგვეღო თითქმის ყველა კრიტერიუმში. ნამდვილად საამაყოა, რომ 50-მდე იმპორტიორს შორის საუკეთესო შედეგები ვაჩვენეთ. აღნიშნული ჯილდო გასულ წელსაც გადმოგვეცა. ზოგადად, საკმაოდ იშვიათია, რომ ერთმა იმპორტიორმა 2 წლის განმავლობაში Excellence Club-ის ჯილდოს ზედიზედ ორჯერ მოპოვება მოახერხოს, „ვოლვო ქარ კავკასიამ“ კი ეს შეძლო“.
Excellence Club წარმატების პირდაპირი ინდიკატორია, ეს არის „ოსკარი“, რომელსაც „Volvo“ თავისი პარტნიორებისთვის აწესებს. „ვოლვო ქარ კავკასიამ“ ამ ჯილდოს მიღებით დაამტკიცა, რომ კომპანიაში ოპერაციები მაქსიმალურად გამართულია და შვედურ სტანდარტებსა და მუშაობის პრინციპებთან სრულ თანხვედრაშია.
აღსანიშნავია, რომ ბარსელონაში გამართულ ბიზნესკონფერენციაზე საოპერაციო ლიდერის ჯილდო დაიმსახურა „ვოლვო ქარ საქართველომ“, Operation Leader-ის წოდება მათ ახალი შოურუმის წარმატებული გახსნისთვის გადაეცათ.
გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: „Volvo Retail Experience ახალი შოურუმის გახსნას ძალიან დადებითი შეფასება მოჰყვა, სათავო ოფისი აღფრთოვანებული იყო ყველა პროცესით, რომლებიც შოურუმს უკავშირდება, სწორედ ამიტომ საოპერაციო ლიდერის ჯილდო დავიმსახურეთ“.
„ვოლვო ქარ საქართველოს“ 1200 კვადრატულ მეტრზე განლაგებული შოურუმი საექსპოზიციო და მომსახურებისათვის განკუთვნილ სივრცეებს აერთიანებს. შოურუმში, შვედური ბრენდის ავტომობილების სამოდელო რიგთან ერთად, აქსესუარების დიდი არჩევანია წარმოდგენილი. მომხმარებელი შეძლებს, დაათვალიეროს ვოლვოს მოდელები, სურვილის შემთხვევაში საკუთარი გემოვნებითა და მასალებით შეარჩიოს ავტომობილი და ისარგებლოს ტესტდრაივით. „ვოლვო ქარ საქართველოს“ მომსახურების ცენტრი პირველი ლოკაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც Volvo Retail Experience კონცეფციით შეიქმნა და შვედეთში არსებული შოურუმების ანალოგია.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია "ვოლვო ქარ კავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
„ვოლვო ქარ კავკასია“ მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
თიბისის ტექ გუნდი ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები