ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე...
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
|
თიბისი IT აკადემია ყოველწლიურად სრულიად უფასოდ სთავაზობს ნიჭიერ და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებას. 2022 წელს კურსი 180- მა სტუდენტმა დაასრულა. აკადემიაში სტუდენტების 10 ჯგუფი გადამზადდა, რომლებმაც 8 მიმართულება შეისწავლეს, ესენია : Frontend (Angular),Test Automation ,Full stack Java ,Devops ,IOS (Swift), Outsystems , Android (Kotlin), Backend .Net.
ნიჭიერი და ტექნოლოგიურად განვითარებული ახალგაზრდების აღზრდაში თიბისი IT აკადემიას დიდი წვლილი მიუძღვის - ამ დრომდე, აკადემიას 600-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. მათი 95%-ი წარმატებით დასაქმდა სხვადასხვა ინფორმაციული ტექნოლოგიების კონკურენტულ და მაღალანაზღაურებად ინდუსტრიაში, სადაც საშუალო ჯამური წლიური შემოსავალი 18 000 000 ლარია.
„თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია ახალგაზრდების დაინტერესება ტექნოლოგიური სფეროთი, ტექ. ტალანტების აღმოჩენა და მათი შემდგომი დასაქმება. ვფიქრობთ, რომ საუკეთესო პროდუქტსა და სერვისს ვქმნით, რომლითაც ძალიან ვამაყობთ, IT აკადემია კი ძალიან გვეხმარება, ვიპოვოთ, ის ადამიანები, რომლებიც საუკეთესო პროდუქტების შექმნაში მნიშვნელოვან კონტრიბუციას შეიტანენ. ასეთი მასშტაბების პროექტი სასარგებლოა არამხოლოდ კონკრეტული კომპანიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვისაც,” - ამბობს თიბისი IT აკადემიის ლიდერი, ზურაბ პერტაია.
აღსანიშნავია, რომ თიბისი IT აკადემია თიბისის კულტურასა და სულისკვეთებას სრულად იზიარებს - ლექტორები და მენტორები, რომლებიც სასწავლო პროცესს უძღვებიან, როგორც წესი, თიბისის გუნდის წევრები და კომპანიის კულტურის თანაზიარნი არიან. მეტიც, სწავლების პროცესი თითქმის ისეთივეა, როგორიც თიბისის სხვადასხვა გუნდში. თიბისი IT აკადემიაში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, ვებინარებს, მასტერ-კლასებსა და ღია კარის დღეებს.
თიბისი IT აკადემია კომპანიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ნაწილია და აკადემიაში სწავლა სრულიად უფასოა, რეგისტრაცია კი 2023 წლის კურსებზე გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი.
თიბისი აკადემიასა და IT კურსების შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე- https://www.tbcacademy.ge/it-academy
თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი - თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელ...
ახალი წლის დღეებში, თბილისის და საქართველოს სხვა დიდი ქალაქების მონიტორებზე, ერთხელ მაინც შეგხვდებოდათ ადამიანების მიერ გამოგზავნილი 2025 წლის გულწრფელი სურვილები. თიბისიმ საქართველოსა და მის ფარგლებ...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
იანვარი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები