0 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

საუბნო საარჩევნო კომისიებზე დღეს მორიგი ზეწოლა განხორციელდა

არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და საარჩევნო ადმინისტრაცია მუშაობს სრული დატვირთვით, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები სამართლიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს; ჩვენი მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები კვლავ ცდილობენ საარჩევნო პროცესის ხელის შეშლას და არჩევნების დისკრედიტაციას.

დღეს საბურთალოს საარჩევნო ოლქის 76-ე და 52-ე საარჩევნო უბნებზე (ორივე უბანი განთავსებულია ერთ სკოლაში), კანონდარღვევით შეიჭრა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის (ერთიანი ნაციონალური მოძრაობის) კანდიდატი, რომელიც არაუფლებამოსილი პირია და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა საარჩევნო უბნის წევრებს იმ მიზეზით, თითქოს საარჩევნო უბნებზე მარკირების სითხე დიდი რაოდენობით, ვადების დარღვევით იყო შეტანილი; ასევე პარტიის წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აპელირებდა იმაზე, რომ უბნის წევრები ვარჯიშობდნენ ვაზელინის გამოყენებით მარკირების სითხის მოშლაზე. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მივიდა საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და აუხსნა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში ინვენტარი და მათ შორის მარკირების სითხეც, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, საჭირო რაოდენობით იყო მიტანილი და არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, პარტიის წარმომადგენელმა გააგრძელა შეურაცხმყოფელი განცხადებები, რის გამოც ოლქის თავმჯდომარეს მოუხდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მიმართ გამოყენებული იყო სიძულვილის ენა და შეურაცხმყოფელი განცხადებები, ოლქის თავმჯდომარეს ასევე უწოდებდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეს და გაურკვეველი მიზეზების გამო საპატრულო პოლიციას სთხოვდნენ მარკირების სითხის ამოღებას. პარალელურად, სოციალურ ქსელში "facebook"-ი ვრცელდებოდა დისკრედიტაციული დეზინფორმაცია ზემოაღნიშნულ ორ უბანზე მიმდინარე მოვლენების თაობაზე.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ კანონმდებლობით არ არსებობს სპეციალური ვადები მარკირების სითხის უბნისთვის გადასაცემად. ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში ეტაპობრივად ნაწილდება კენჭისყრის დღისთვის აუცილებელი ინვენტარი, მათ შორის მარკირების სითხე, საარჩევნო დოკუმენტაცია, სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებები და ა.შ. ამ თემით მანიპულირება კი ჩართული მხარეებისგან წარმოადგენს საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულ ხელისშეშლას და მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობას.

საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ საარჩევნო სუბიექტებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ნუ გასცდებიან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს. არ შეუშალონ ხელი საარჩევნო კომისიების მუშაობას, ვინაიდან სწორედ ეს საუბნო საარჩევნო კომისიები უნდა მოემსახურონ ამომრჩევლებს 2 ოქტომბერს - კენჭისყრის დღეს. ჩვენ კი ჩვენი მხრივ მსგავსი არაკანონიერი ქმედებების თაობაზე, საარჩევნო პროცესის ხელისშეშლის მცდელობებზე ინფორმაციას მივაწვდით როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...