0 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სრულად აცრილი პატიმრები ხანგრძლივი პაემნით სარგებლობას შეძლებენ

პენიტენციური სამსახურის ცნობით, 27 სექტემბერიდან სრულად აცრილი პატიმრები ხანგრძლივი პაემნით სარგებლობას შეძლებენ.

მათი ცნობით, ბრალდებულებთან და მსჯავრდებულებთან პაემანზე, ასევე, მხოლოდ სრულად აცრილი პირები დაიშვებიან.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის, მსჯავრდებულების 80% სრულად ვაქცინირებულია.

"სწორედ ინტენსიური ვაქცინაციის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული მსჯავრდებულების რაოდენობაც. ამ დროისთვის თბილისის სამოქალაქო სექტორის კლინიკასა და ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოსთან არსებულ საკარანტინე სივრცეში ჯამში 50 ინფიცირებული მსჯავრდებული იმყოფება, რაც პატიმართა საერთო რაოდენობის მხოლოდ 0,5%-ს წარმოადგენს", - აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სისტემის პერსონალს, მათივე ინფორმაციით, თანამშრომელთა 92% აცრილია

კომენტარები

მსგავსი სიახლეები