0 2 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნათია იოსელიანი: ამომრჩეველთა ერთიანი სია ვერ გახდება ხელოვნური მანიპულაციების საკითხი

გავრცელდღეს ცესკოს პრესსპიკერის ნათია იოსელიანმა ბრიფინგი გამართა, რომელიც ბოლო დროს ებულ რამდენიმე ინფორმაციას ეხებოდა.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ნათია იოსელიანმა განაცხადა: „ამომრჩეველთა ერთიანი სიის თაობაზე გაკეთებული განცხადებებით ზოგიერთმა მხარემ არაერთხელ სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მიუხედავად ცესკოს მიერ გაკეთებული შესაბამისი განმარტებებისა:

კერძოდ, პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს" წარმომადგენელმა 16 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება დარღვევებს გამორიცხავს, თუმცა ერთიან სიაში ამომრჩევლის გაზრდილი რაოდენობაა შეყვანილი. აპელირება იყო იმაზე, რომ 2018 წელს რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები, კვლავ ფიქსირდებიან კონკრეტულ მისამართებზე.

გვინდა განვუმარტოთ საზოგადოებას, რომ მოქალაქე, რომელსაც აქვს მოქმედი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან საქართველოს პასპორტი და მოხსნილია რეგისტრაციიდან ძველი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედის ბოლო საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

შესაბამისად, ზემოაღნიშნული მიზეზით სიების „გაბერილად" გამოცხადება ცალსახად უნდა ჩაითვალოს სამართლებრივი ნორმების არცოდნად ან ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანის მცდელობად.
15 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გადმოცემული სიის მონაცემებით, რომლის მიხედვითაც საბოლოო სიის ფორმირება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, დგინდება, რომ „ლელოს" წარმომადგენლის მიერ დასახელებული სამი პირიდან, ერთის ბოლო რეგისტრაციის მისამართი იგივეა, ორი კი უკვე ახალ მისამართზეა რეგისტრირებული.

მანიპულაციების კიდევ ერთი საგანი გახდა რამდენიმე დღის წინ გაჟღერებული ინფორმაცია, ამომრჩეველთა ერთიან სიაში გარდაცვლილი პირების თაობაზე. სიუჟეტში საუბარი იყო 14 გარდაცვლილ ადამიანზე. აქედან 4 მოქალაქე ცოცხალია, 3 მოქალაქე წლების წინ საზღვარგარეთ გადავიდა საცხოვრებლად, 2 მოქალაქის თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში არც უფლებამოსილი უწყებიდან და არც ოჯახის წევრებისგან არ იყო დაფიქსირებული შეტყობინება გარდაცვალების თაობაზე. რაც შეეხება 5 მოქალაქეს ისინი არ არიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში და უცნობია, რომელი სიით ხელმძღვანელობდა ჟურნალისტი სიუჟეტის მომზადებისას.

რაც შეეხება ე.წ. „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის" მიერ გავრცელებულ მონაცემებს:
მათი მტკიცებით ამომრჩეველთა ერთიან სიაში მყოფი 37 მოქალაქე გარდაცვლილია. ამასთან დაკავშირებით მივმართეთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მათგან მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ მათ მიერ დასახელებული პირებიდან 8 მოქალაქე ცოცხალია, 16 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი არ დასტურდება, ვინაიდან ნაწილი წლების წინ საზღვარგარეთ წავიდა, ნაწილი კი ფიქსირდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, 12 მოქალაქეზე ასევე არ არსებობდა ოფიციალური შეტყობინება გარდაცვალების თაობაზე (ამჟამად გარდაცვალების ოქმები უკვე შედგენილია), ხოლო 1 მოქალაქე 31 აგვისტოს გარდაიცვალა, შესაბამისად 10 აგვისტოს მდგომარეობით განახლებულ ამომრჩეველთა ერთიან სიაში ის, რა თქმა უნდა, იქნებოდა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, მათ შორის, ისეთ არაეთიკურს, როგორიცაა ცოცხალი ადამიანების გარდაცვლილებად გამოცხადება, ნუ გახდებიან საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის ინიციატორები."

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები