0 2 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მიმართავს

ცენტრალური საარჩევნო კომისია და სწავლების ცენტრი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების კვალიფიციურად და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში წარმართვის მიზნით აგრძელებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებს.

სასწავლო პროცესი პანდემიასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობს. ტრენინგების ჩატარების ადგილებზე მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილია სწრაფი ტესტის ჩატარება. აღვნიშნავთ, რომ ეტაპობრივად მიმდინარეობს საარჩევნო კომისიების წევრების ვაქცინაციის პროცესიც.

ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის ტრენინგებზე დასწრების ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისია საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის პერიოდში, დამატებით უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის, ტრენინგის ყოველ ეტაპზე დასასწრებად ტრანსპორტის მომსახურების ანაზღაურებას.

ცესკო მოუწოდებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, გრაფიკის შესაბამისად მიიღონ მონაწილეობა სწავლების ცენტრის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში, რომლის მიზანიც არის საარჩევნო კომისიის მუშაობის ეფექტიანობის ზრდა და პანდემიის პირობებში უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სწავლებაში აქტიური ჩართულობა უზრუნველყოფს ჩართული მხარეებისა და ამომრჩევლების მაღალ დონეზე მომსახურებას და კენჭისყრის პროცესში გამორიცხავს ყველაზე მცირე ხარვეზსაც კი.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 12 სექტემბრიდან იწყება IV ეტაპი, რომელიც დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სწავლებას.

ინტენსიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით ჩატარდება, მონაწილეები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები