0 3 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკმა პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის „Meliora 2020“-ის ჯილდო მიიღო

 

20 მაისი, 2021- საქართველოს ბანკმა პანდემიის პერიოდში განათლების მხარდაჭერისთვის განხორციელებული პროექტებისთვის  საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის „Meliora 2021”- ის ჯილდო მოიპოვა.

ჯილდო ამ კატეგორიაში  გადაეცემათ კომპანიებს, რომელთა  მიზანია,  მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების და მთლიანად საზოგადოების მხარდაჭერა COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ.

 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს ბანკის უცვლელ პრიორიტეტად რჩება განათლების ხელშეწყობა. ამ მიზნით ბანკმა არაერთი პროექტი განახორციელა. მათ შორის, charte.ge-ს მხარდაჭერა, Zoom Education, „წიგნის თარო“, რის გამოც ბანკმა მოიპოვა კიდეც ჯილდო კატეგორიაში - „განათლების მხარდაჭერა ონლაინ სწავლების პერიოდში“

 

პანდემიის პერიოდში საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში  300 სოციალურად დაუცველ მოსწავლეს, რომლებსაც არ ქონდათ ინტერნეტი, Charte.ge-სთან ერთად ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა. ბანკმა მათ  მთელი წლის ინტერნეტის საფასური დაუფარა. შედეგად, ახალგაზრდებმა შეძლეს სწავლის პროცესის ონლაინ რეჟიმში გაგრძელება.

 

საქართველოს ბანკის ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ონლაინ ლექციების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით ბანკმა Zoom Education-ის ლიცენზია შეიძინა და გადასცა უნივერსიტეტს. შედეგად, ამ ეტაპზე უკვე ჩატარებულია 68,912 შეხვედრა (ლექცია, სემინარი, ვორქშოპი).

 

პანდემიის პერიოდში საგანმანათლებლო პროცესის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ბანკმა “წიგნის თაროსთან“ თანამშრომლობით  არაფორმალური განათლების ონლაინ სკოლა შექმნა. პროექტი იზოლაციის პერიოდში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს უფასო, დამატებით, კლასგარეშე გაკვეთილებს სთავაზობს. ‘წიგნის თაროს“ ონლაინ სკოლა სამ სეზონად დაიყო და ის ახლაც გრძელდება. შედეგად,  მივიღეთ 1,383 რეგისტრირებული და აქტიურად ჩართული მოსწავლე.

ჯამში, პანდემიის პერიოდში, საქართველოს ბანკის მიერ დისტანციური განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული პროექტებით უკვე 25 000-მდე სტუდენტმა და მოსწავლემ ისარგებლა.

 

საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/340rr4g

 

 

ინფორმაციისთვის, Meliora – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი ...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკლ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...