2 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Tegeta cars საქართველოში Bentley-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა

·         luxury ავტომობილების მწარმოებელთან BENTLEY MOTORS-სთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა

 

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა ქარსი“ საქართველოში ავტოინდუსტრიის ლეგენდარული ბრიტანული ბრენდის, Bentley-ს ოფიციალური წარმომადგენელი გახდა, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყანაში luxury ავტომობილების განვითარების კუთხით. ბრიტანულ ბრენდთან  სადილერო ხელშეკრულებას „თეგეტა ჰოლდინგმა“ ხელი უკვე მოაწერა.

აღნიშნული თანამშრომლობა Tegeta cars-ს მისცემს საშუალებას ქართულ ბაზარს წარუდგინოს Bentley-ს გამორჩეული მოდელები.  დაწყებულია ბრენდის კონცეპტუალური შოურუმის მშენებლობაც, რომელიც აღმაშენებლის #129-ში 2024 წლის ნოემბერში ოფიციალურად გაიხსნება. შოურუმში სრულად იქნება გათალისწინებული Bentley-ის სრულყოფილება. მომხმარებელს საშუალება ექნება Bentley-ის, luxury ბრენდის უახლესი მოდელები დაათვალიეროს და თითოეული მანქანა საკუთარ გემოვნებას მოარგოს. ასევე აშენდება სივრცე სერვისისთვის, რათა თითოეულ ავტომობილს „თეგეტას“ პროფესიონალი მექანიკოსები მოემსახურონ.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მსუბუქი ავტომობილების მიმართულების მთავარი ოფიცერი:Bentley უდიდესი ისტორიის მატარებელი ბრენდია და ჩვენთვის საამაყოა, რომ Tegeta cars ლეგენდარული ავტომწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, Bentley-ს გამოცდილების ყოველდღიურ ბიზნესპროცესებში გაზიარება და მათი განვლილი გზის გათვალისწინება, როგორც მაგალითისა.

Tegeta cars პირველი კომპანიაა, რომელიც საქართველოში luxury ავტომობილების მიმართულებით ოფიციალური წარმომადგენელი იქნება. ჩვენ მომხმარებლის მოთხოვნას ყოველთვის ვსწავლობთ და შესაბამისად ვმოქმედებთ. ამ მიმართულებით დიდი ხანია ქართულ ბაზარზე პოტენციალი გაჩნდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, აღნიშნული სეგმენტიც მოვიცვათ“.

Bentley motors 1919 წელს ლონდონში დაარსდა. კომპანია ვალტერ ოუვენ ბენტლიმ მარტივი მიზნით შექმნა: აეშენებინა „სწრაფი, კარგი, საუკეთესო მანქანა თავის კლასში“. სწორედ ამ  პრინციპმა განაპირობა ბენტლის წარმატება. დაარსებიდან მალევე Bentley-მ სიჩქარისა და გამძლეობის მიმართულებით მრავალი რეკორდი წარმატებით დააფიქსირა, მათ შორის  ინდიანაპოლისში, მენის კუნძულზე და ბრუკლენდში. განსაკუთრებული მიღწევებით გამოირჩეოდა Bentley Boys, რომელმაც   1924, 1927, 1928, 1929 და 1930 წლებში ლე მანის კონკურსზე არაერთი გამარჯვება მოიპოვა; მას შემდეგ უდიდესი ავტომწარმოებლის სახელს მრავალი წარმატება  უკავშირდება. Bentley ტექნოლოგიურ განვითარებას არ წყვეტს. 2020 წელს კომპანიამ მანიფესტი Beyond100 დაამტკიცა, რომელიც მწარმოებლის მთავარ მიზანს ასახავს - გახდეს ყველაზე მდგრადი ავტომწარმოებელი მსოფლიოში luxury ავტომობილების მიმართულებით.

luxury ავტომობილების მიმართულებით ლეგენდარული ბრენდი მალე ქართველი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. Bentley უკვე tegeta cars-ის პორტფელშია.

--

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Cars ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს და რეგიონში ავტოსფეროს განვითარებაზე ზრუნავს. მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან პარტნიორობით, როგორიცაა Porsche, Mazda, Toyota, Volvo, Geely, Zeekr, Auto Gallery, Europcar, NIU, Indian - კომპანია მუდმივად ზრდის ხელმისაწვდომობას უსაფრთხო, კომფორტულ და ეკომეგობრულ ტრანსპორტზე. განახლებული პორტფელით კი მომხმარებელს ავტომობილებისა თუ მოტოტრანსპორტის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რეგიონში ბრენდების შემოყვანისა და დამკვიდრების გარდა კომპანია ზრუნავს, მომხმარებელს ყიდვის შემდგომ უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს. 14 წელია, თეგეტა ქარსი არ წყვეტს განვითარებას და პროფესიონალი გუნდის დახმარებით საუკეთესო სივრცეს ქმნის ავტომოყვარულებისთვის.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....