მსოფლიო
თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით „სკუტერის დღე“ გაიმართა
2024-08-08 12:12:28
თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით და სკუტ სკუტის ორგანიზებით „სკუტერის დღე“ გაიმართა. ღონისძიების მიზანი დაინტერესებული პირებისთვის ორბორბლიანი ტრანსპორტის ტარების სწავლებაა, რაც საბოლოოდ გადაადგილების კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
როგორც კომპანიები აცხადებენ, „სკუტერის დღეები“ არის პროექტი, რომელიც მოიცავს სკუტერის ტარების უფასო გაკვეთილებს და ემსახურება სკუტერთან პირველი შეხების შიშის გადალახვას, ძირითად კითხვებზე პასუხების მიღებას, საბაზისო ცოდნის შეძენასა და გამბედაობის მოკრებას ორბორბლიან ტრანსპორტზე თამამად გადაჯდომისთვის.
„მოთხოვნიდან გამომდინარე, 1-ლი ივნისიდან თიბისი ლიზინგში ორთვლიანი ტრანსპორტის დაფინანსება გავამარტივეთ, ასევე სპეციალური შეთავაზებები დავგეგმეთ პარტნიორებთან ერთად. ვთვლით, რომ „სკუტერის დღე“ მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც სკუტერის უსაფრთხო მართვის პოპულარიზაციას უწყობს ხელს“ - ეკატერინე ანჯაფარიძე, თიბისი ლიზინგის ავტომიმართულების ხელმძღვანელი.
“ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ძალიან იზრდება ორთვალა ტრანსპორტის პოპულარობა. ამ პროექტით გვინდა ხელი შევუწყოთ ადამიანებს, რომლებსაც მოსწონთ მოქნილ და თავისუფალ ტრანსპორტზე გადმოსვლის იდეა, მაგრამ ჯერ არ ჰქონიათ შესაძლებლობა სკუტერი ან მოტოციკლი თავად გამოეცადათ. „სკუტერის დღეებზე“, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს კონტროლირებულ და უსაფრთხო გარემოში ეზიაროს სკუტერის მართვას და პირველი ნაბიჯი გადადგას ახალ ტრანსპორტზე გადმოჯდომის გზაზე.” – გიორგი მონავარდისაშვილი, სკუტ სკუტის თანადამფუძნებელი.
კომენტარები