საზოგადოება
მარნეულში 4 წლის ბავშვს კისტის თოფის ტყვია თავში მოხვდა, რომელიც ძმას გაუვარდა
2024-08-02 22:03:42
მარნეულში 4 წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა. არასრულწლოვანი ამ ეტაპზე თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა “რადიო მარნეულმა” გაავრცელა. მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში, 1 აგვისტოს შეიყვანეს ბავშვი, რომელიც კომატოზურ მდგომარეობაში იყო და კეფის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალსის” პედიატრიის განყოფილების უფროსმა და გადაუდებელი პედიატრიის ექიმმა ელმან სადიკოვმა განაცხადა, რომ ბავშვის მშობლებისა და ნათესავების თქმით, ბიჭი თამაშის დროს დაეცა და თავის დაზიანება მიიღო. სამედიცინო კვლევებით გაირკვა, რომ ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.
“ძალიან სერიოზული ტრავმაა თოფით მიყენებული. რეალურად, ეს ტყვია შევიდა უკანა კეფის მხრიდან, გაიარა მნიშვნელოვანი გზა და დააზიანა შუა ტვინის სტრუქტურები. იმ ადგილას არის ეს ტყვია გაჩერებული, საედანაც მისი ამოღება პრექტიკულად შეუძლებელია. ამ ეტაპზე ბავშვი მართვით სუნთქვაზეა. ძალიან რთული პაციენტია პროგნოზულადაც და ამჟამად სამართავადაც” – აცხადებს, ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, გია ბიბილეიშვილი ადგილობრივ მედიასთან.
კომენტარები