2 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს „თეგეტა მოტორსის“ თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სერვისცენტრი ემსახურება

ექსკლუზიური სერვისები, მომსახურების მაღალი ხარისხი და პროფესიონალთა გუნდი - „თეგეტა მოტორსის“ დიზელის სერვისცენტრი მომხმარებელს ორი ათწლეულია  ემსახურება. აქ დიზელისძრავიანი ავტოტრანსპორტისა და სპეცტექნიკის საწვავის სისტემის დიაგნოსტირება და გამართვა თანამედროვე სისტემების გამოყენებითაა შესაძლებელი.

დიზელის ძრავის საწვავის სისტემა მნიშვნელოვნად განსხვავდება ბენზინზე მომუშავე ძრავისგან და მასთან შედარებით უფრო კომპლექსური და მდგრადია. სწორედ ამიტომ, წელიწადში ორჯერ, ტემპერატურის ცვლილების შესაბამისად, საწვავის სისტემის დიაგნოსტირება აუცილებელია.

ზაფხულში დიზელის ძრავა საკმაოდ მაღალ წნევაზე მუშაობს, ამიტომ საწვავის გაჟონვისა და აალების საფრთხის თავიდან ასარიდებლად, უნდა შემოწმდეს საწვავის სისტემის მდგომარეობა, ზამთარში კი ყურადღება მიექცეს აალების სანთლებსა და საწვავის სპეციალური დანამატის რაოდენობას.

აღნიშნული მომსახურების მიღება სწორედ დიზელის სერვისცენტრშია შესაძლებელი, რომელიც საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს ემსახურება. ის განკუთვნილია როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისთვის, მიკროავტობუსებისა და სპეცტექნიკისთვის. მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს  ისეთი სერვისებით, რომელთა მიღება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიის რეგიონში, მხოლოდ „თეგეტა მოტორსშია“ შესაძლებელი. ეს სერვისებია: Bosch Piezo მფრქვევანას შეკეთება; სკანიას HP მფრქვევანას რემონტი; სკანიას ძრავის სარქვლების რეგულირება HP და XPI სისტემაზე; Bosch CP ტუმბოსა და Caterpillar-ის მფრქვევანების რემონტი; Bosch VP ტუმბოს შემოწმება სტენდზე; სკანიას ავტომობილებზე ელექტროკოჭებისა და MAN-ის სატვირთო ავტომობილებზე CP3 ტუმბოს შეკეთება.

ჯონი ბარიშვილი, „თეგეტა მოტორსის“ დიზელების სერვისცენტრის ხელმძღვანელი:  „ჩვენს სერვისცენტრში მომართვიანობა ხშირია უმეტესად დიზელისძრავიანი ავტოტრანსპორტის მძღოლების მხრიდან საწვავის მფრქვევანების გაუმართავი მუშაობისა და მაღალი წნევის ტუმბოების დაზიანების შემთხვევაში. ასევე საკმაოდ მოთხოვნადია ეკოლოგიის ფილტრის გაწმენდა-რეგენერაციის მომსახურება. იმ შემთხვევაში, თუ ავტოტრანსპორტის შესაკეთებლად საჭირო რომელიმე დეტალი ადგილზე არ აღმოგვაჩნდა, მომხმარებელს ავტონაწილის უცხოეთიდან გამოწერის სერვისსაც ვთავაზობთ“.

„თეგეტა მოტორსის“ დიზელის სერვისცენტრი საქართველოში Bosch-ის ოფიციალური წარმომადგენელია და სერვისცენტრი სწორედ აღნიშნული ბრენდის ხელსაწყო-დანადგარებითაა  აღჭურვილი. ამასთანავე, გასულ წელს Euro 6-ის სტანდარტის შესაბამისი დანადგარები დამონტაჟდა, რომელთა საშუალებითაც ახალი ეკოლოგიური ემისიის დიზელის ძრავით აღჭურვილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებსა და სპეცტექნიკას ემსახურება.

Euro 6 დიზელის საწვავი სისტემის ბოლო თაობაა. გამოირჩევა საწვავის ნაკლები მოხმარებით. მასში გაუმჯობესებულია ეკოლოგიის ფილტრები. დამატებული აქვს ავტომატური რეგენერაციის სისტემები, რაც მავნე აირებისა და გამონაბოლქვის სწრაფად აღმოფხვრას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს გარემოზე.

ჯონი ბარიშვილი, „თეგეტა მოტორსის“ დიზელების სერვისცენტრის ხელმძღვანელი: „განვითარებულმა ქვეყნებმა დიზელისძრავიანი ავტომობილებისთვის ევრო 6 სტანდარტი დანერგეს, რათა საავტომობილო ტრანსპორტმა გარემოზე ნაკლებად მავნე ზემოქმედება მოახდინოს. გამონაკლისი არც საქართველოა. კომპანიების დიდი ნაწილი უკვე ზრუნავს, ავტოპარკი ევრო 6 სტანდარტის დიზელისძრავიანი კომერციული ავტოტრანსპორტით განაახლოს, რომელთა გამართულად მუშაობას „თეგეტა მოტორსის“ დიზელის სერვისცენტრი უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით უზრუნველყოფს.

დიზელისძრავიან ავტომობილებს სჭირდება როგორც რეგლამენტირებული, ისე არაგეგმური სერვისი. ყველა ამ მომსახურებას კი ჩვენი გამოცდილი გუნდი უზრუნველყოფს, რომელიც 16-ზე მეტი წელია, გამოწვევებს წარმატებით ართმევს თავს. მათ გავლილი აქვთ არაერთი საკვალიფიკაციო ტრენინგი როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ“.

დიზელის სერვისცენტრი, მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, გაფართოებას გეგმავს, რათა მომხმარებლებს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზოს.

__

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები