2 3 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს დასავლელი პოლიტიკოსების ქვეყანაში შემოშვებაზე – ხალხის ძალა

“ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს დასავლელი პოლიტიკოსების ქვეყანაში შემოშვებაზე” –  ამის შესახებ, ”ოცნებიდან” ფორმალურად გასული პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა. 

  • „უფრო მეტიც, როდესაც დანამდვილებით ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას”. – თქვა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები არიან, თბილისში იმყოფება. ხელისუფლებამ მათთან შეხვედრაზე უარი თქვა.  ამ წუთებში ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან

საქართველოში შემოსვლა დაანონსებული აქვს  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო ‘ბრაიენს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ის თბილისში ორშაბათს, 13 მაისს, ღამით ჩამოვა. ო’ბრაიენი შეხვედრებს სამშაბათს გამართავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები