მსოფლიო
თიბისიმ და EBRD-იმ “ლოპოტა სპა რეზორტის” ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სივრცეების მშენებლობა დააფინანსეს
2024-04-17 15:29:36
თიბისიმ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა - EBRD, “ლოპოტა სპა რეზორტის” ახალი პროექტები 9 400 000 ევროთი დააფინანსეს, რომლის ფარგლებშიც, ივნისში ახალი ობიექტები გაიხსნება: აკვა პარკი - Green Aqua, პრემიუმ კლასის 80-ნომრიანი კორპუსი, ახალი აუზი, ჯაზ-კლუბი და საკონფერენციო სივრცეები.
2000 კვ. მ-ის აკვა პარკი - Green Aqua ერთდროულად 300-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო 9 სხვადასხვა ატრაქცია, ბუნგალო და მოსასვენებელი სივრცეები, სადაც ადგილობრივი ჯიშის ხე-მცენარეების ტყე გაშენდა.
ჯაზ-კლუბში ყოველ შაბათ-კვირას ჯაზის საღამოები მოეწყობა. წლის განმავლობაში კი, ჯაზის მასშტაბური კონცერტები დაიგეგმება.
ახალი, 4-სართულიანი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ენერგოეფექტური მასალებით მიმდინარეობს. კორპუსი 80 ნომერს, 3 საკონფერენციო დარბაზს და სახურავზე ბარს აერთიანებს. ახალი კოპრუსი რეზორტის ოთახების რაოდენობას 232-იდან 312-მდე გაზრდის. ახალ სასტუმრო კორპუსთან ასევე მოეწყო 35-მეტრიანი აუზი და ბუნგალო. “ლოპოტა სპა რეზორტი” გამოირჩევა აუზების სიმრავლით და ყველა საცხოვრებელ კორპუსთან აუზის სიახლოვით.
რეზორტს ემატება 250 სტუმარზე გათვლილი 3 ახალი საკონფერენციო სივრცეც. შედეგად, “ლოპოტა სპა რეზორტზე” საკონფერენციო დაბრაზების რაოდენობა 6-დან 9-მდე გაიზრდება.
დამატებით, „ლოპოტა“, EBRD-ის Skills In Business - უნარები ბიზნესში (SiB) პროგრამის ფარგლებში, გრანტით და ტექნიკური მხარდაჭერით ისარგებლებს. ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა საქართველოში, როდესაც EBRD-ი ადგილობრივ კომპანიას ამ პროგრამით უჭერს მხარს. SiB პროგრამა “ლოპოტას” ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის აუცილებელი კვალიფიციური სამუშაო ძალისა და უნარების განვითარებაში დაეხმარება.
„ლოპოტა სპა რეზორტი შექმნის დღიდან გამოირჩევა უწყვეტი განვითარებით. 2008 წელს ლოპოტამ გზა გაუხსნა ადგილობრივი ტურიზმს კახეთში და ამდენი წლის შემდეგაც ამბობს ახალ სიტყვას ამ სექტორში. წელსაც ზაფხულის სეზონს ახალი ობიექტებით ვხდებით - ეს არის ახალი სერვისები არა მხოლოდ ჩვენი რეზორტისთვის, არამედ კახეთის რეგიონისთვისაც. მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ პროცესში. 15 წლის წინ, როდესაც პირველი საოჯახო სასტუმროს იდეის წარმატებაში ბევრს ეჭვი ეპარებოდა, სწორედ თიბისი იდგა ჩვენს გვერდით. დღესაც, თიბისის და EBRD-ს შეაქვთ წვლილი ადგილობირვი ტურიმზის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებაში. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში არაერთი ობიექტი დაგვემატა და მიუხედავად ახალი მასშტაბისა, ლოპოტას შენარჩუნებული აქვს მისი მთავარი მახასიათებლები: პერსონალური მზრუნველობა, ბუნების სიყვარული და არტიზანული სული. ივნისიდან, ლოპოტას სტუმრებს დახვდებათ: Green Aqua - აკვა პარკი მრავალფეროვანი ატრაქციებით, ჯაზ-კლუბი საინტერესო ჯაზ-საღამოებით, პრემიალური კლასის სასტუმრო კორპუსი, ახალი საკონფერეცნიო სივრცეები და ახალი საცურაო აუზი”, - გიორგი ქევანიშვილი, “ლოპოტა სპა რეზორტის” აღმასრულებელი დირექტორი.
„გვეამაყება, რომ უკვე 15 წელია “ლოპოტას“ წარმატების ისტორიის თანამონაწილეები ვართ. ჩვენი თანამშრომლობა 2009 წელს იწყება მაშინ, როდესაც „ლოპოტა“ ჯერ კიდევ 1 კორპუსი იყო, რომელიც 7 ნომერს აერთიანებდა. ეს იყო პირველი სპა-რეზორტი, რომელიც თიბისიმ კახეთში დააფინანსა. დღეს კი ჩვენ ვსაუბრობთ მასშტაბურ კომპლექსზე, რომელიც საქართველოს ტურისტულ პოტენციალს წარმატებით ავითარებს. თიბისის ბაზრის წილი ჰორეკა სექტორში, რომელიც თავის თავში მოიცავს ტურიზმს, 48%-ია. ჰორეკა სექტორში ჩვენი განხორციელებული ინვესტიცია კი, ბოლო 3 წლის განმავლობაში, 1.33 მილიარდ ლარს აღემატება. ამ მონაცემებით უცვლელად ვინარჩუნებთ ტურიზმისა და ჰორეკა სექტორში ლიდერის პოზიციას. მოხარული ვართ, რომ თიბისის მხარდაჭერით, „ლოპოტამ“ მსხვილი ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც საშუალებას მისცემს რეგიონში კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლოს დასავლური სტანდარტით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ფინანსური რესურსი მაშინ, როდესაც ტურისტული ნაკადები ქვეყანაში სულ უფრო მზარდია. თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, 2023 წლის ბოლოსთვის, საერთაშორისო ტურიზმი პანდემიამდელ მაჩვენებელს მიუახლოვდა და 88%-ით აღდგა. აღდგენის სწრაფი დინამიკა, 2024 წელსაც გაგრძელდება“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
„მოხარულები ვართ, რომ თიბისი ბანკთან ერთად მხარს ვუჭერთ “ლოპოტა სპა რეზორტის” მორიგ გაფართოების გეგმას. ტურიზმი ადგილობრივი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და „ლოპოტას“ გააჩნია საჭირო პოტენციალი, რომ ქართული ტურიზმის სექტორში მოწინავე პოზიციაზე იყოს. მრავალფეროვანი სასტუმრო ოთახებით, ინფრასტრუქტურითა და მაღალი ხარისხის სრული სერვისით, ლოპოტა წარმატებით იზიდავს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტუმრებს. EBRD-ი დარწმუნებულია, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში რეგიონალური და ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას. დაფინანსებასთან ერთად, „ლოპოტა“ ისარგებლებს გრანტითა და ტექნიკური მხარდაჭერით EBRD-ის Skills in Business (“SiB”) პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს დასაქმების, კვალიფიციური თანამშრომლების შენარჩუნებისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობას. ეს ასპექტები უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ კვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარებისათვის, არამედ იმისათვისაც, რომ კომპანიებმა შეძლონ კვალიფიციური თანამშრომლების შენარჩუნება, რათა დარჩნენ ბაზარზე კონკურენტუნარიანები“, - ალკის ვრიენიოს დრაკინოსი; EBRD-ის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში.
კომენტარები