0 3 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა აკადემიამ“ ბათუმის წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენაშიმონაწილეობა მიიღო

საგამოფენო კომპანია Expo Batumi-ს ორგანიზებით, ბათუმში 8, 9 და 10 მარტს წიგნისა და განათლების მე-2 საერთაშორისო გამოფენა BATUMI BOOK & EDUCATION 2024 გაიმართა, სადაც „თეგეტა აკადემიამ“ საავტომობილო სფეროთი დაინტერესებულ პირებს უმასპინძლა. 

ავტორიზებულმა კოლეჯმა გამოფენაზე არსებული და სამომავლო პროგრამები წარუდგინა დამსწრეებს, ასევე გააცნო ელექტუდის სასწავლო პლატფორმა, რომელიც USAID-თან თანამშრომლობით დანერგა. დაინტერესებულებს ღონისძიებაზე შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ აკადემიის საქმიანობის შესახებ და გაეგოთ უფრო მეტი თემაზე „კარიერული პერსპექტივები საავტომობილო ინდუსტრიაში“.

„თეგეტა აკადემია“, „ტრანსფორდსა“ და USAID-თან პარტნიორობით, ფოთში ახალ ფილიალს გახსნის, ხოლო ბათუმში უკვე არსებულს გააფართოებს. პროექტის ფარგლებში, 19 სასწავლო პროგრამა შემუშავდება და, ჯამში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდება.

გიორგი ცინარიძე, „თეგეტა აკადემიის“ კომერციული პროექტების სამსახურის ხელმძღვანელი:  „თეგეტა აკადემიისთვის“ მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში ჩართვა და აქტიური მონაწილეობა.საავტომობილო სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა მიეცათ, გაეგოთმეტი, დაესვათ კითხვები და მიეღოთ მათთვის საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია. „თეგეტა აკადემია“ სექტემბრიდან ფოთსა და ბათუმში მაღალანაზღაურებადი პროფესიების ათვისების შესაძლებლობებს ქმნის და აქტიურად იწყებს სხვადასხვა სასწავლო პროგრამის დანერგვას, სადაც მსურველები მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის შეკეთებასა და სპეცტექნიკის ოპერირებას ისწავლიან. აღნიშნული პროექტი USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება და მთლიანობაში რეგიონში 19 ახალი სასწავლო პროგრამა შეიქმნება. ეს პროგრამები სერტიფიცირებული იქნება და კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს აიღებენ. გამოფენაზე ჩვენი მთავარი ამოცანა სწორედ აღნიშნული პროგრამებისა და ახალი შესაძლებლობების იმ ადგილობრივებისთვის გაცნობა იყო, რომლებსაც სამომავლოდ ჩვენთან სწავლისა და ახალი პროფესიების ათვისების სურვილი გაუჩნდებათ“.

BATUMI BOOK & EDUCATION 2024-ის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია და მოეწყო სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამა. ღონისძიებას, ჯამში, 3000-მდე სტუმარი დაესწრო, რომლებიც პროფესიული განათლებით დაინტერესებული ადამიანები იყვნენ.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია თეგეტა აკადემია არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....