0 3 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„საირმეს სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი“ - ყველაფერი ჯანმრთელობისა და სილამაზისათვის

იმერეთის რეგიონში, ერთ-ერთი გამორჩეულიბალნეო-კლიმატური კურორტი საირმე ზღვის დონიდან 950 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და 100 წელზე მეტია, დამსვენებლებს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს.  

საირმის  ადგილმდებარეობა, მის ირგვლივ არსებული წიწვოვან-ფოთლოვანი ტყის საფარიგანაპირობებს კლიმატის გამაჯანსაღებელ და მატონიზებელ ეფექტს, ზრდის ორგანიზმის მედეგობას  სხვადასხვა დაავადების მიმართ, ხელს უწყობს დეტოქსიკაციას და აუმჯობესებს ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებს. 

კურორტის ბუნებრივ უპირატესობებს თან ერთვის ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვის მრავალფეროვანი შესაძლებლობა, კერძოდ – ყველა პირობა დასვენების, დეტოქსისა და გაჯანსაღებისთვის.

კურორტ საირმის სპა-ცენტრის რეაბილიტაციის შედეგად სრულად განახლდა შენობის ინტერიერი და ექსტერიერი. კომპლექსი ახლა სარელაქსაციო, სამკურნალო სპა და ველნეს ცენტრია, რომელიც გერმანული ფირმის – „კრაფტის“ უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. ეს საირმის დამსვენებლებს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ სამკურნალო წყლებით იზრუნონ ორგანიზმის გაჯანსაღებაზე, არამედ არჩევანი შეაჩერონ მათთვის სასურველ სამკურნალო თუ სარელაქსაციო სპა-პროცედურებზე.

„კურორტი საირმე“ 2021 წლიდან ევროპის სპათა ასოციაციის (ESPA) წევრია. ESPA-ს წევრობა კურორტს საშუალებას აძლევს, გაიზიაროს ახალი, ევროპული გამოცდილება და  სწორედ ევროპული სტანდარტების შესაბამისი მომსახურება შესთავაზოს კურორტის სტუმრებს.  

ნინო ცუცქირიძე, „საირმეს სპას“ მენეჯერი: „ისეთი რანგის ასოციაციის წევრობა, როგორიცაა  ESPA, ჩვენს კურორტს საშუალებას აძლევს, ბალნეოლოგიური სერვისების განვითარებასა და დანერგვაში ევროპულ სტანდარტზე ორიენტირდეს. ქართული კურორტის ევროპის სპა-ასოციაციაში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესი ფაქტორიაარა მარტო ჩვენი კურორტის, არამედ ქვეყნის მასშტაბით ბალნეოლოგიური სექტორის განვითარებისთვის. ეს გახლავთ შესაძლებლობა, საქართველო გახდეს ევროპელი ტურისტებისათვის არა მარტო გასტრონომიული და სათავგადასავლო ტურიზმის მხრივ, არამედ როგორც სამედიცინო ტურიზმის უდიდესი რესურსის მქონე ქვეყანა.“

საირმეს სპა-ცენტრში ჰიდროპროცედურები თერმული წყლით ტარდება, რაც მათი ზემოქმედების ეფექტს აორმაგებს. 

ჰიდროპროცედურებს შორის განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნაა წყალქვეშა მასაჟზე, რომელიც წყლით სავსე აბაზანაში ტარდება და ხელს უწყობს სხეულის მაქსიმალურ მოდუნებას. უშუალოდ მასაჟის პროცესი წყლის ჭავლის მეშვეობით ტარდება, რომელიც მიმართულია სხეულის სხვადასხვა ნაწილზესხვადასხვა კუთხით. პროცედურა ეფექტიანია როგორც თერაპიულ–პროფილაქტიკური, ასევე ესთეტიკური თვალსაზრისით, რამდენადაც ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ზრდის კუნთოვან და სისხლძარღვოვან ტონუსს, ამცირებს შეშუპებებს, აძლიერებს იმუნიტეტს, აქვს მატონიზებელი ეფექტი და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. 

სპა პროცედურების მოყვარულები ხშირად ირჩევენ შარკოს შხაპსაც. პროცედურა წყლის მძლავრი ჭავლის მეშვეობით ტარდება, რომელიც მიმართულია ფეხზე მდგომი პაციენტის სხეულის განსაზღვრულ უბნებზე. პროცედურის ჩატარებისას წყლის ტემპერატურა 20 °С-იდან 40 °С-მდე იცვლება. შხაპსძლიერი მასტიმულირებელი და გამაჯანსაღებელიეფექტი აქვს, აცხრობს შეშუპებას, ხელს უწყობს  ჭარბი წონის კლებას, ორგანიზმის რეგენერაციასა და  გაახალგაზრდავებას.

 

საირმეს სპა-ცენტრის გამორჩეული პროცედურაასწყლის აბაზანაც, რომლის ბუნებრივი ტემპერატურა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და ფორების სწრაფ გაფართოებას, ტოქსინებისა და მავნე ნივთიერებების სწრაფ გამოდევნასორგანიზმიდან. პროცედურა ადუნებს კუნთებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს გუნება-განწყობას. წყალში არსებული მინერალების ზემოქმედებით, კანი ნაზი, ელასტიკური და გლუვიხდება. 

 

ჰიდროპროცედურის ერთ-ერთი სახეობაა   ჰიდრო-ჭავლური („მარგალიტოვანი“) აბაზანა. პროცედურის ეფექტი მიიღწევა წყლის მოლეკულებისა და ჰაერის ნაწილაკების ერთობლივი ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმზე. წყლისა და ჰაერის ნაწილაკების  შერწყმით წარმოიქმნება  დიდი რაოდენობით  წვრილი ბუშტუკები, რაც ვიზუალურად მარგალიტის მსგავს ეფექტს ქმნის. აქედან წარმოიშვა ამ პროცედურის მეორე სახელწოდება -„მარგალიტოვანი“ აბაზანა. პროცედურა რეკომენდებულია ხშირი სტრესისა და ფსიქოემოციური გადაძაბვის დროს, ჭარბ წონასთან, სტრიებთან და ცელულიტთან საბრძოლველად. 

       

 

სხვადასხვა ჰიდროპროცედურის გარდა, საირმის თერმულ სპასა და გამაჯანსაღებელ ცენტრშიგანტვირთვისა და დეტოქს პროგრამების მოყვარულებს ჰალოთერაპიის, სამკურნალო ტალახის აპლიკაციების, სხვადასხვა ტიპის მასაჟის(გამაჯანსაღებელი, სარელაქსაციო, ანტისტრესული,ანიცელულიტური) პილინგების ჩატარება შეუძლიათ. სპაში ღია და დახურული თერმული აუზები, ფიტნეს დარბაზი, მშრალი და ორთქლის საუნაფუნქციონირებს. საირმის სპაში უკვე პრესოთერაპიის პროცედურების ჩატარებაც არის შესაძლებელი. 

 

ნინო ცუცქირიძე, „საირმეს სპას“ მენეჯერი: „სპა-ცენტრში განსაკუთრებულად ვზრუნავთ სხვადასხვა გამაჯანსაღებელი და სარელაქსაციო პროცედურის განვითარებაზე. ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ ჩვენს ფიზიკურ,  გონებრივ და ემოციურ მდგომარეობაზე. საირმეს სპა-ცენტრში სხვადასხვა გამაჯანსაღებელ, სარელაქსაციო თუ ანტიცელულიტურ მასაჟს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებიაკეთებენ. ეს კი გვეხმარება,  პროცედურები იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი და შედეგის მომცემი.“ 

 

 

გარდა არსებული პროცედურებისა, მრავალფეროვანია გეგმებიც. „საირმეს სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი“ მომდევნო წელს, მომხმარებლებისთვის მენტალური ჯანმრთელობის პაკეტის შეთავაზებას გეგმავს. 

 

კლიმატი, თერმული სამკურნალო წყლები, მრავალფეროვანი სპა პროცედურები და პროფესიონალები საირმეში უნიკალურ შესაძლებლობას ქმნიან ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემასთან გასამკლავებლად. ამის გვერდით კი უნიკალური სპა პროცედურები დამსვენებელს მოდუნების, ძალების აღდგენისა და განტვირთვის ყველა პირობას უქმნის. 

 

--

კურორტი საირმე - თერმული სპა და  გამაჯანსაღებელი ცენტრი

 

კურორტის თერმული სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი  სტუმრებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის სამკურნალო, გამაჯანსაღებელ და ესთეტიკურ პროცედურას. სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა,ისარგებლონ ჰიდროპროცედურების ნაირსახეობებით, როგორიცაა:  წყალქვეშა მასაჟი, შარკოს შხაპი, წყლის აბაზანები ექსტრაქტებით და ექსტრაქტების გარეშე, ოზონირებული წყლის აბაზანა, მარგალიტოვანი აბაზანა, ზედა და ქვედა კიდურების ჰიდროჭავლური აბაზანა, სხვადასხვა ტიპის გამორეცხვები.

ყველა ჰიდროპროცედურა ტარდება თერმული წყლით, რომლის ბუნებრივი ტემპერატურა მერყეობს 41-43 გრადუსამდე და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ეფექტი დადასტურებულია მრავალწლიანი გამოცდილებით. 

გარდა ჰიდროპროცედურების, თერმული სპასა და გამაჯანსაღებელი ცენტრისა, „საირმე“ სტუმრებს სთავაზობს ისეთი ტიპის პროცედურებს და სერვისებს, როგორიცაა: ჰალოთერაპია, სხვადასხვა ტიპის მასაჟი (გამაჯანსაღებელი, სარელაქსაციო, ანტისტრესული, ანტიცელულიტური), პილინგი,პრესოთერაპია, სამკურნალო ტალახის აპლიკაციები, შეფუთვები, ფიტნესდარბაზი, მშრალი და ორთქლის საუნა. კურორტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ღია და დახურული აუზები, რომლებიც ასევე სამკურნალო თერმული წყლით ივსება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....