მსოფლიო
,,მილიმეტრებით არის აცდენილი.. არის ხუთი, ექვსი და ოთხ სანტიმეტრიანი ჭრილობა.. ყვიროდა, მაგინებდა, გამოდი რატომ მემალებიო” - რას ყვება კოსტა სანიკიძე
2023-11-25 17:49:54
მსახიობ კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის პირველი კადრები გავცელდა. კადრებს და ინტერვიუს “რ2”-ის გადაცემა კურიერი P.S- ი გთავაზობთ.
"კოსტა შენ დედას შ***” - ისმის ვიდეოკადრებში თავდამსხმელის ყვირილი. რის შემდეგაც “პრაიმ ჰაუსის” ყოფილი მონაწილეს ხმაც ისმის -"ბიჭო, დედასთან ერთად ვარ”.. ამის შემდეგ კი მომღერალს ბრალდებული, გიორგი გველესიანი ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობებს აყენებს.
"..მილიმეტრებით არის აცდენილი.. არის ხუთი, ექვსი და ოთხ სანტიმეტრიანი ჭრილობები.. ყვიროდა, მაგინებდა, გამოდი რატომ მემალებიო” - ყვება ინტერვიუში კოსტა სანიკიძე.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი და მომღერალი კოსტა სანიკიძე საკუთარ სახლში რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. ის მძიმე მდგომარეობით კლინიკაში მოათავსეს და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.
კომენტარები