0 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის აშენება აფხაზეთში საომარი მოქმედებებისა და ფრონტის ხაზის გადმოტანის მცდელობაა - ბადრი ჯაფარიძე

პარტია „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის აშენება რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთში საომარი მოქმედებებისა და ფრონტის ხაზის გადმოტანის მცდელობაა.

„გუშინ გაცხადდა რუსეთის ფედერაციის მორიგი მზაკვრული და აგრესიული ნაბიჯი, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა აშენდება. ყველა უნდა გვესმოდეს, რომ ეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოში, აფხაზეთში საომარი მოქმედებებისა და ფრონტის ხაზის გადმოტანის მცდელობაა. ეს ბაზა რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების შესაფარებლად იქნება გამოყენებული, რომლებიც დღეს სევასტოპოლში და ნოვოროსისკის პორტებში დარტყმის ქვეშ იმყოფებიან. ეს გემები ფრთოსან რაკეტებს ატარებენ, რომლებსაც უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ყოველდღიურად უშენენ. შესაბამისად, ეს გემები უკრაინის სამხედრო ძალების ლეგიტიმურ სამიზნეებს წარმოადგენენ. აფხაზეთში ჩვენს თანამოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ ამ მცდელობას წინ აღუდგნენ, რამდენად ეს დიდ საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას და მთლიანად საქართველოს მოქალაქეებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ თუ ვინმე უქმნის საფრთხეს მშვიდობას ამ რეგიონში, ეს რუსეთის ფედერაციაა, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მისი აგრესიული გეგმები.

ცხადია ამ ფონზე, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გადმოტანის პირდაპირი მცდელობაა, „ქართული ოცნების“ და მისი სპიკერების მხრიდან ერთი განცხადებაც არ გაგვიგია, რომლებიც ჩვენს უახლოეს მეგობრებს, სტრატეგიულ პარტნიორებს მუდმივად ესხმიან თავს, USAID-ს რაღაც გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ. ამ დროს ჩვენთვის საფრთხის შემცველი ასეთი ნაბიჯი იგეგმება, ამის თაობაზე ღიად ცხადდება და ვერ ვხედავთ ვერც ერთ ნაბიჯს, ვერც ერთ განცხადებას „ქართული ოცნების“ მხრიდან, რომელიც რუსეთის ფედერაციის ამ მზაკვრული გეგმის განხორციელებას შეაჩერებს. რუსეთის ფედერაციის დღევანდელი უახლოესი პარტნიორი სამწუხაროდ „ქართული ოცნებაა“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები