პოლიტიკა
,,ის ძირეულად დაუპირისპირდა მმართველობის არსებულ სისტემას და საუბარი, რომ „კონსტიტუცია ფორმალურად დაირღვა“, არაევროპული დამოკიდებულებაა" - კობახიძე
2023-10-03 14:40:56
„მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტმა უხეშად, განზრახ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ხშირად იყო საუბარი, რომ რა მოხდა, ფორმალურად დაირღვა კონსტიტუციაო. ჯერ ერთი, ეს უკვე არასწორი დამოკიდებულებაა. არაევროპული დამოკიდებულებაა კონსტიტუციის მიმართ. კონსტიტუციის ფორმალური დარღვევა არასწორი ტერმინია. შეიძლება იყოს, ნაკლებად მძიმე თემა, რასაც უკავშირდება კონსტიტუციის დარღვევა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ძირეულად დაუპირისპირდა იმ მმართველობის სისტემას, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
კომენტარები