0 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა ეფესბეს თუ კაგებეს აგენტი -სალომე ზურაბიშვილი

 "ერთ-ერთმა, მე მგონი, ბატონმა კახამ [კალაძემ]  თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება თურმე ჩემი ვიზიტებია ევროპაში. არა ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურება არის ის, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი ყოფილა ეფესბეს თუ კაგებეს აგენტი. ეს არის ყველაზე დიდი უბედურება და კიდევ უფრო დიდი უბედურება არის, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებაში, რომელიც უნდა ამას დღეს იძიებდეს და პასუხისმგებლობა მათზე არის. მე თქვენ წინაშე მოვითხოვ, რომ საზოგადოებას პასუხი გაეცეს დეტალურად, დეტალური გამოძიებით. ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა"- თქვა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგის დროს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები