პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყირიმის დაბრუნების გარეშე ომი არ დასრულდება
2023-07-03 17:05:30
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყირიმზე უკრაინის კონტროლის აღდგენის გარეშე რუსეთთან ომი არ დასრულდება.
ზელენსკიმ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი საბოლოო მიზანი ყირიმის გათავისუფლებაა.
"ჩვენ ვერ წარმოვიდგენია უკრაინა ყირიმის გარეშე და სანამ ყირიმი რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა, ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს: ომი ჯერ არ დასრულებულა", - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, არსებობს თუ არა რაიმე სცენარი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია მშვიდობის დამყარება ყირიმის დაბრუნების გარეშე.
"მაშინ ეს გამარჯვება არ იქნება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
კომენტარები