მსოფლიო
,,შენ არ გაიხარე, შენი კუბო დავდგი, შენ მოუკვდი დედაშენს!" - კონტროლიორი ახალგაზრდა მგზავრს აჯარიმებდა და გაექცა
2023-04-28 14:28:18
აი, ამ წუთას, ორი კონტროლიორი, გაჩერებაზე, ახალგაზრდა ბიჭს აჯარიმებდა უბილეთო მგზავრობის გამო. რაღაც აპარატი დააძრო ერთ-ერთმა და გახარებული ბიჭის მონაცემების შეყვანას შეუდგა ძალიან აკადემიურად და კულტურულად...
უცბად ბიჭი დაუტყდათ, ეგრევე გაშპა და გაქუსლა...
ნადავლი ხელიდან წაუვიდათ და მეორე კონტროლიორმა მიაძახა:
შენ არ გაიხარე, შენი კუბო დავდგი, შენ მოუკვდი დედაშენს! - წერს მწერალი,კინორეჟისორი და სცენარისტი ალეკო შუღლაძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები