0 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ხალხში გავიდა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ბათუმში თვითნებურად გაშენებული ე.წ. ოცნების ქალაქი მოინახულა და მისი მაცხოვრებლების მძიმე მდგომარეობას გაეცნო. 

მაღალმთიანი აჭარიდან ჩამოსახლებული, უსახლკარო საქართველოს მოქალაქეები 10 წელზე მეტია გაუმართავი წყალმომარაგების, საკანალიზაციო და ელექტროენერგიის სისტემების პირობებში ცხოვრობენ. საგზაო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო გართულებულია სკოლამდელი და სასკოლო განათლების მიღებაც. 

 „ჩამოვედი, რათა პირადად მენახა ამ ადამიანთა გასაჭირი. უამრავი პრობლემა აქვს ამ ხალხს და მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა ხელისუფლებამ პრიორიტეტულად, ეფექტურად და მაქსიმალურად მოკლე ვადაში გადაწყვიტოს ეს საკითხი. 

მოსახლეობის მთავარი საყვედური ხელისუფლების მიმართ ის არის, რომ წლები გადის და მხოლოდ საარჩევნო დაპირებები ესმით; არჩევნებიდან არჩევნებამდე კი არაფერი სასიკეთო მათთვის არ კეთდება. 

 სახალხო დამცველის აპარატი და განსაკუთრებით ბათუმის ოფისი აქტიურად მიადევნებს თვალყურს ამ ადამიანთა პრობლემის მოგვარების საკითხებს,“ - აცხადებს სახალხო დამცველი და თავისი მანდატიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოუწოდებს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, აუცილებლად მიიღონ საჭირო ზომები „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები