შოუბიზნესი
,,ერთად აღარ ვართ, ახლა ორივე ბედნიერად ვგრძნობთ თავს…“- ჩცდ-ს წყვილი ერთმანეთს დაშორდა
2022-11-03 13:44:01
„ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილი, სანი და ელენე, რეალურ ცხოვრებაშიც შეყვარებულები იყვნენ. წყვილს ნიშნობაც ჰქონდა, თუმცა მსახიობი ნინა ლორთქიფანიძე დღევანდელ „გზასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ სამწუხაროდ, მათი რომანი დასრულდა:
„სამწუხაროდ, ერთად აღარ ვართ, მაგრამ ამაზე ლაპარაკი დიდად არ მიყვარს. თუმცა ახლა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი დაშორება ცალმხრივი გადაწყვეტილება არ ყოფილა, ასე მივიჩნიეთ საჭიროდ. ახლა ორივე ბედნიერად ვგრძნობთ თავს…“
კომენტარები