0 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შესაძლოა კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს - ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აცხადებს, რომ მიმდინარეობს მსჯელობა კონკრეტუი ჯიშის ძაღლების გამრავლების აკრძალვასთან დაკავშირებით. ამ თემაზე სააგენტოს მთავარმა იურისტმა, კახაბერ იოსელიანმა "კვირას" პრესკლუბში ისაუბრა. მისივე თქმით, მსჯელობის საგანია 16 წლამდე პირებისთვის აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების შეზღუდვაც.

"ამ ეტაპზე, დარგის სპეციალისტებთან ერთად ერთიანი კანონპროექტის შემუშავება მიმდინარეობს. კანონპროექტი პარლამენტშია. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მისი საშემოდგომო სესიებზე განხილვაა დაგეგმილი. თბილისში გვაქვს რეგულაცია, გამონაკლისები, სადაც აგრესიული ჯიშის ძაღლებზეა დამატებით რეგულაცია, თუმცა, არ არსებობს ნუსხა იმისა, თუ რომელიც ჯიშის ძაღლია აგრესიული.
საყოველთაოდ ცნობილი ჯიშები რომელიცაა, ეს გასაგებია, ზუსტად მაგით ვხელმძღვანელობთ, როცა პირი ცხოველის გასეირნების წესს არღვევს, მისი სანქცირება ადმინისტრაციული წესით ხდება. თუმცა, აუცილებელია, ასეთი ნუსხა არსებობდეს", - ამბობს იოსელიანი.

მისი თქმით, კანონპროექტის შემუშავებაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლობა, ასევე, სხვადასხვა უწყებები არიან ჩართული. 

"არის მსჯელობა იმაზე, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს, თუ არა. აქაც ახალს არაფერს ვიგონებთ. ასეა ევროკავშირის ქვეყნებში. მაგალითად, პიტბულის ჯიშის ძაღლი.  ნორვეგიაში ასეთი  ძაღლის ყოლა, გამრავლება, გასხვისება, ქვეყანაში შეყვანა საერთოდ აკრძალულია. თუ ეს შეზღუდვა ძალაში შევა, მას უკუძალა არ ექნება. მაგალითად, ვისაც მებრძოლი ჯიშის ძაღლი ჰყავს, შეზღუდვა მას არ შეეხება, მას არ მოუწევს, ცხოველი დააძინოს ან სხვა ქვეყანაში გაიყვანოს. შეზღუდვა კანონის ძალაში შესვლიდან შემდგომ პერიოდზე გავრცელდება", - თქვა "კვირას" პრესკლუბში იოსელიანმა. 

გარდა ამისა,განისაზღვრება რა ქმედებები  ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და რა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები