0 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიკოლოზ სააკაშვილი: „ჩემს ცხოვრებაშიც მაქვს სირთულეები, მაგრამ ოჯახი რომ არ არის კარგად, ძალიან დამაზარალა.. ფაქტია, მამაჩემი ციხეში არ უნდა იყოს“

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უმცროსმა ვაჟმა, ნიკოლოზ სააკაშვილმა „მთავარ არხთან“ მამის დაკავების ერთი წლის შემდეგ, თქვა, რომ მამის დაკავება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა ამ პერიოდმა მასში, ემოციურად დიდი ცვლილებები გამოიწვია.

„ამდენი ხანი [პატიმრობაში] თუ იქნებოდა ნამდვილად არ მეგონა.

ძალიან დიდი შოკი და ცვლილება იყო ჩემთვის ემოციურად.. ჩემი აზრით, მიშას ჰქონდა ძალიან წარმატებული პოლიტიკური კარიერა მინუსებით და პლუსებით. რომ ვუყურებ, ახლა რაც ხდება, უეჭველი ვიცი, რომ ასეთი ცხოვრება ჩემთვის არ არის.

ჩემთვის რთულია, როდესაც ვხედავ, რომ მამა არ არის კარგ მდგომარეობაში, ცუდ მდგომარეობაშია მართლა. ძალიან შეცვლილია ადამიანურად. მაგალითად, პოლიტიკური ცეცხლი ჩამქრალი აქვს.. ახლა დიდად საქართველოზე საერთოდ არ ლაპარაკობს. უკრაინაზე და უკრაინის ომზე არის გადართული..ციხეში მისი ნახვა ცოტა რთული იყო ჩემთვის.. არ მგონია, რომ იქ უნდა იყოს. ფაქტია, არ უნდა იყოს ციხეში.

ახლა, რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაშიც მაქვს სირთულეები, მაგრამ მაინც ოჯახი რომ არ არის კარგად, ძალიან დამაზარალა. რა თქმა უნდა, ციხეში და ახლა კლინიკაში პოლიტიკური მიზეზის გამოა მამაჩემი. ეს ევროპაშიც ყველამ იცის.. ამაზე მეტი რა უნდა ვთქვა“, – განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები