საზოგადოება
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული 1 წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
2022-09-01 11:29:52
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული 1 წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ იაშვილის კლინიკაში განუცხადეს.
დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება გამთენიისას მოხდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის დედა და მცირეწლოვანი შვილი.
როგორც ადგილობრივები იუწყებიან, სახლში, სადაც აფეთქება მოხდა, ნიგერიის მოქალაქეები ქირით ცხოვრობდნენ.
კომენტარები