საზოგადოება
ბორჯომში ყირიმ-კონგოთი 45 წლის კაცი გარდაიცვალა
2022-08-03 17:29:41
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში მცხოვრები 45 წლის კაცი, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით გარდაიცვალა - ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მანანა რატიანის ინფორმაციით, 1977 წელს დაბადებულმა კაცმა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიულ ცხელებაზე დიაგნოსტირება გორმედში გაიარა.
"გორმედის" კლინიკური დირექტორის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კაცს ვირუსი დაუდასტურდა, იგი შესაბამისი მკურნალობისთვის თბილისში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.
კომენტარები