საზოგადოება
„სამწუხაროა, ადამიანმა, რომელიც არც კი იმყოფებოდა ჩვენს ქორწილში, გადაწყვიტა მიეღო თავისი კუთვნილი პოპულარობის 5 წთ“ - ირაკლი მაქაცარიას პასუხი ფოტოგრაფს
2022-07-26 22:45:47
ირაკლი მაქაცარია : "ჩემო საყვარელო ადამიანებო, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ზღვა კეთილი სურვილებისთვის რასაც მე და ჩემი ლიზა დღემდე ვღებულობთ თქვენგან🙏🏻❤️ ძალიან ვაფასებ და მახარებს ყოველი თქვენი თბილი სიტყვა!😇 ღმერთმა ყველას დაგიბრუნოთ ის სიკეთე რასაც გასცემთ ასმაგად🙏🏻 ბევრს არ დავწერ იმაზე რაც “ატყდა” სოც-ქსელში იმ პოსტზე, რომელიც დაწერა ადამიანმა, რომელიც არც კი იმყოფებოდა ჩვენს ქორწილში, თუმცა გადაწყვიტა მიეღო თავისი კუთვნილი პოპულარობის 5 წთ. სამწუხაროა და ცოტა უხერხულიც, თუმცა ყველას თავისი არჩევანი აქვს ცხოვრებაში. მადლობა ყველას, ვინც სწორად გაიგეთ რაც მოხდა და თქვენი პოზიციაც დააფიქსირეთ❤️
პ.ს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი ქორწილის ორგანიზატორებს და მთელს გუნდს ვინც ენერგია არ დაიშურა რომ ეს დღე მაქსიმალურად ლამაზი და დასამახსოვრებელი ყოფილიყო Geoworld Events 🙏🏻🥂❤️"
კომენტარები