2 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მაქსიმ გალკინი თბილისში კონცერტს გამართავს - კონცერტზე შესული თანხა კი უკრაინელ დევნილებს მოხმარდება

მომ­ღე­რა­ლი, შო­უ­მე­ნი მაქ­სიმ გალ­კი­ნი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ჯა­რის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის შემ­დეგ რუ­სე­თი­დან წა­ვი­და და პუ­ტი­ნის პო­ლი­ტი­კას აკ­რი­ტი­კებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ცერტს გა­მარ­თავს.

biletebi.ge-ს ცნო­ბით, კონ­ცერ­ტი თბი­ლი­სის სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში 15 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა და შე­სუ­ლი თან­ხა უკ­რა­ი­ნელ დევ­ნი­ლებს მოხ­მარ­დე­ბა.
"უკ­რა­ი­ნი­დან დევ­ნი­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად მსოფ­ლიო ტუ­რის ფარ­გლებ­ში: ის­რა­ე­ლი, აშშ, პო­ლო­ნე­თი, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, ლი­ე­ტუ­ვა, ლატ­ვია, თურ­ქე­თი, ავ­სტრა­ლია, ახა­ლი ზე­ლან­დია, ფი­ნე­თი, ეს­პა­ნე­თი, სა­ქარ­თვე­ლო, გერ­მა­ნია...თბი­ლისს ეწ­ვე­ვა ცნო­ბი­ლი შო­უ­მე­ნი და სა­ტი­რი­კო­სი მაქ­სიმ გალ­კი­ნი!

ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვა და­ი­წყე­ბა 25 ივ­ლისს. ჰო­ნო­რა­რი მოხ­მარ­დე­ბა უკ­რა­ი­ნი­დან დევ­ნი­ლებს", - ნათ­ქვა­მია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები