მსოფლიო
რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილზე – NCDC-ის განმარტება
2022-05-23 15:53:24
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მაიმუნის ყვავილის შესახებ მნიშვნელოვან ფაქტებს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დაავადებით გამოწვეული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ არის აღრიცხული.
NCDC-ს ცნობით:
- მაიმუნის ყვავილით ადამიანის დაავადების პირველი შემთხვევა აღწერეს 1970 წელს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
- მაიმუნის ყვავილი ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს უპირატესად გადაეცემა მღრღნელებისა და პრიმატებისგან. ადამიანებს შორის ვრცელდება რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ საგნებთან შეხებისას.
- 2022 წლის 22 მაისის მდგომარეობით, მსოფლიოში იდენტიფიცირებულია მაიმუნის ყვავილის 92 დადასტურებული და 28 სავარაუდო შემთხვევა (უპირატესად ევროპაში), რომლებშიც ჯერჯერობით არ ვლინდება მოგზაურობის ისტორია დაავადების ენდემურ ქვეყნებში.
- მაიმუნის ყვავილით გამოწვეული გარდაცვალების არცერთი შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
- ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო აცრა საკმაოდ ეფექტიანად იცავდა მაიმუნის ყვავილის ვირუსისგანაც.
მაიმუნის ყვავილის სიმპტომები ჩვეულებრივი ყვავილის მსგავსია, თუმცა გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ინკუბაციური პერიოდი 5-დან 21-დღემდეა (უპირატესად 7-14 დღე).
შესაძლო შემთხვევა
ცხელებით (
კომენტარები