მსოფლიო
ნანა ლეჟავა: "24 საათიანი გათიშვის შემდეგ მივხვდი, რომ მომწამლეს.. როცა რუსი ჯალათების ხელში ვიყავი, არ ვიცოდი, როგორ დასრულდებოდა ეს ისტორია..
2022-04-06 09:42:34
უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, ჟურნალისტი ნანა ლეჟავა 2004 წელს ბესლანში მომხდარ ამბავს იხსენებს და წერს, რომ მაშინ განცდილი ემოციები და მიღებული ტრავმა დღემდე არ განელებულა.
“წლების წინ საკუთარი თავი ვაიძულე ჩემი ცხოვრების 7 დღე დამევიწყებინა და ეს პერიოდი საერთოდ დავბლოკე ჩემს გონებაში!
ბესლანში 2004 წლის პირველ სექტემბერს ჩავედით მე და ჩემი ოპერატორი ლევან თეთვაძე. რაც იქ ვნახე და გამოვიარე, ჩემი ფსიქიკისთვის ადვილი გადასატანი არ ყოფილა.
აქამდე მეგონა, რომ გადავიტანე, მაგრამ ახლა ვხვდები რომ არა, ვერა!
ბესლანის ტკივილი პირველად 2008 წელს განახლდა და მეორედ ახლა, როცა ვხედავ რა ხდება უკრაინაში. განახლდა ისიც, რაც პირადად გადავიტანე ფეესბეს იზოლატორში – როცა 24 საათიანი გათიშვის შემდეგ მივხვდი, რომ მომწამლეს.
როცა რუსი ჯალათების ხელში ვიყავი და არ ვიცოდი, როგორ დასრულდებოდა ეს ისტორია. სხვათა შორის იქ , იზოლატორში მოწამვლის შესახებ კრინტი არ დამიძრავს. ეს ერთგვარი თავდაცვა იყო- თუ მიხვდებოდნენ, რომ ვიცოდი რაც დამმართეს, შეიძლება უფრო ცუდად გაგრძელებულიყო ეს ამბავი.
ამიტომ იქ ხმა არ ამომიღია და ვიქცეოდი ისე, თითქოს ვერაფერს ვხვდებოდი,თუმცა საშინელი ბრაზი მქონდა.
ახლაც მაქვს ეს სიბრაზე… ყოველ დილით, როცა ტელეგრამ არხებს ვათვალიერებ ის ტკივილი და ჯოჯოხეთი ისევ იგივე სიმძაფრით მეორდება! დიახ, უკრაინა უნდა გახდეს რუსეთის – ამ ბოროტების იმპერიის განაჩენი!”, – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
კომენტარები