საზოგადოება
მიშველაძე: ლაშქარავა ნარკომანი იყო, დევნილი მამაკაცი ლოთი, არც 5 ივლისი ყოფილა, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს
2022-01-18 18:51:25
ლაშქარავა ნარკომანი იყო, დევნილი მამაკაცი ლოთი, არც 5 ივლისი ყოფილა, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს – აღნიშნულზე, ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ საკუთარ გადაცემაში ისაუბრა:
„მთავრობა დღეს ადამიანების პრობლემებს არ იმჩნევს, მეტიც მათ შეურაცხყოფას აყენებენ, თვითმკვლელობას უბედურ შემთხვევას უწოდებენ, პროტესტს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ მამაკაცს, რომელმაც თავი პროტესტის გამო მოიკლა, ალკოჰოლთან ჰქონდა პრობლემები. ლექსო ლაშქარავა ნარკომანი იყო, ეს მამაკაცი კი ლოთი, არც 5 ივლისი ყოფილა და არც დევნილების პრობლემები არსებობს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს სადაც ყველა ბედნიერია. სამწუხაროდ ასე ნამდვილად არ გვაქვს საქმე, უკიდურესი კრიზისი და სოციალური აფეთქებაა, ქუჩაში სოციალური აგენტების გაფიცვა და დევნილის თვითმკველობა. ოცნება ხალხის პრობლემებს არ იმჩნევს, დღეს პრემიერმა სიტყვაც კი არ თქვა დევნილებზე. 52 წლის მამაკაცის გამო მას არც სამძიმარი უთქვამს. ჯანდაცვის მინისტრი ამ ფაქტს, დევნილების პრობლემასთან საერთოდ არ აკავშირებს და ამბობს, რომ ეს უბედური შემთხვევა იყო. ამ დრომდე არცერთი ხელისუფალი დევნილებთან არ მისულა“, – განაცხადა მიშველაძემ
კომენტარები