მსოფლიო
შსს: კაცმა ცოლს მაშინ დაარტყა, როცა ხელში ჩვილი ეჭირა, ბავშვმა გონება დაკარგა და დაიღუპა
2021-03-09 12:40:42
შინაგან საქმეთა სამინისტრო გურჯაანში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ კაცმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მაშინ მიაყენა, როცა ქალს ხელში 8 თვის ჩვილი ეჭირა.
უწყების ცნობით, ბავშვმა გონება დაკარგა და დაიღუპა. მათი ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. კაცი დააკვებულია, მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით კი დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები
კომენტარები