2 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვინც დღეს კაპიტოლიუმში ქაოსი მოაწყვეთ, ვერ გაიმარჯვეთ, ძალადობა არასოდეს იმარჯვებს - მაიკ პენსი

მათ კი, ვინც დღეს კაპიტოლიუმში ქაოსი მოაწყვეს, თქვენ ვერ გაიმარჯვეთ. ძალადობა არასოდეს იმარჯვებს - აშშ-ის კონგრესის სხდომა ქვეყნის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გახსნა. პენსმა სიტყვით გამოსვლისას ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრა დაგმო. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„დღეს ჩვენი კაპიტოლიუმი დავიცავით. ყოველთვის მადლიერნი ვიქნებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ამ ისტორიული ადგილის დასაცავად თავიანთ პოსტზე დარჩნენ. მათ კი, ვინც დღეს კაპიტოლიუმში ქაოსი მოაწყვეს, თქვენ ვერ გაიმარჯვეთ. ძალადობა არასოდეს იმარჯვებს. იმარჯვებს თავისუფლება. ეს ისევ ერის სახლია. ჩვენ ხელახლა შევიკრიბეთ იმისათვის, რომ მსოფლიოს დავანახოთ ჩვენი დემოკრატიის ძალა. სასტიკი ძალადობისა და ვანდალიზმის მიუხედავად, ამერიკელი ხალხის არჩეული წარმომადგენლები კვლავ კაპიტოლიუმში იმყოფებიან, რათა დაიცვან ქვეყნის კონსტიტუცია. მოდით, მუშაობა გავაგრძელოთ“, – განაცხადა პენსმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები