მსოფლიო
რატომ დაემსგავსა ეს ყველაფერი ვაჭრობას, გასაჯაროვდეს, რაზე მიდის მოლაპარაკებები- გვარამია ოპოზიციას მიმართავს
2020-12-07 22:38:38
“რატომ დაემსგავსა ეს ყველაფერი ვაჭრობას, გასაჯაროვდეს, რაზე მიდის მოლაპარაკებები”- ტელეკომპანია “მთავარის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ოპოზიციას მიმართავს, რომ გასაჯაროვდეს ის ინფორმაცია თუ რაზე მიდის მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.როგორც გვარამია წერს ეს ყველაფერი უკვე “ვაჭრობას” დაემსგავსა.
“ღიად და პირდაპირ მივმართავ ოპოზიციას:რას ნიშნავს დაუსრულებელი არგასაჯაროება და დამალვა, რაზე მიდის მოლაპარაკებები?
რატომ გვამკითხავებთ, ვინ შედის, ვინ არა, ვინ რაზე თანახმაა, ვინ რისი წინააღმდეგია? თუ თქვენ ვერ ხვდებით, მე გეტყვით: ახლა მიმდინარეობს ოპოზიციის ოცნებიზაცია – ჯერ იმათმა მოგვპარეს ხელისუფლება და ახლა ზუსტად იგივეს აკეთებთ თქვენ – გვპარავთ სიმართლეს და მასთან ერთად ხელისულფებას, ხალხისგან ფარულად თანხმდებით ჯერ ერთმანეთთან და მერე – ქართულ ოცნებასთან. გახსოვდეთ, ხელისუფლება წაგვართვეს ჩვენ – ხალხს, და არა თქვენ – ოპოზიციურ პარტიებს. თქვენ წარმოადგენთ ხალხს და არა საკუთარ თავს და საკუთარ ინტერესებს. კეთილი ინებეთ და ჩვენც გაგვაგებინეთ რაზე მიდის შეთანხმება/მოლაპარაკებები. მთავარი არხის სახელით მოვითხოვ (იმედია, სხვა მედიებიც შემოგვიერთდებიან), გასაჯაროვდეს, რაზე მიდის მოლაპარაკებები და რატომ დაემსგავსა ეს ყველაფერი ვაჭრობას; დაიშვას მედია ოპოზიციის საერთო შეკრებებზე და მოხდეს პირდაპირი ტრანსლირება, რათა გაირკვეს, ვინ შედის, ვინ რაზეა თანახმა, ვინ უგორებს კოჭს ივანიშვილს და ვინ იცავს ხალხის პოზიციას.”- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
კომენტარები