„ძვირფასო ლამაზო, შავკანიანო გოგონა. ბედნიერად გამოიყურები, მაგრამ ვიცი როგორი შეშინებული ხარ. დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება!“- წარმატების 10 წესი ოპრასგან
2020-11-18 15:38:34
მას იცნობენ მთელს მსოფლიოში, მის გადაცემას ჰყავს უზარმაზარი აუდიტორია, არის წარმატებული და მდიდარი ქალბატონი. გთავაზობთ წარმატების ფორმულებს ოპრა უინფრისგან. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ამაღელვებელი ინტერვიუ…
1.გააანალიზე შემდეგი ნაბიჯი — ყველაზე სწორი ნაბიჯი გამოწვევისკენ არის ის, რომ მიხვდე რა უნდა იყოს შემდეგი სწორი ნაბიჯი.
2.დაიჭირე მომენტი — ჩემს ცხოვრებაში იღბლიანი არაფერი ყოფილა, არაფერი, მაგრამ მე მჯერა ბედისწერის. ჩემთვის ბედისწერა არის მომზადება იმ მომენტისთვის, როდესაც შენს შანსს უნდა შეხვდე. ყველაფერი რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება გვამზადებს მომენტისთვის, რომელიც უნდა დადგეს.
3.ყველა უშვებს შეცდომებს — ვინ ცხოვრობს უშეცდომოდ? როდესაც ჩემს ცხოვრებას ვუყურებ ვხვდები რა სულელი გოგონა ვიყავი. ყველა შეცდომა საუკეთესო გაკვეთილია.
4.იმუშავე საკუთარ თავზე — ყველაზე მთავარია გაარკვიო სადაა შენი ძალა და იმუშავო მასზე. იყავით კმაყოფილი საკუთარი თავით.
5.იყავი შეჯიბრში ყოველთვის — უამრავი თოქ-შოუ იყო სატელევიზიო სივრცეში როცა მე ამას ვაკეთებდი, მაგრამ ყოველთვის ვეუბნებოდი საკუთარ თავს, რომ არ უნდა გავჩერებულიყავი. შენ შეგიძლია აკონტროლო საკუთარი თავი და არა სხვა, ამიტომ შეეჯიბრე ყველას.
6.დაიჯერე — ბებია მოსამსახურე იყო და ყოველთვის ოცნებობდა, რომ კარგად მომქცეოდა ყველა, ვყოფილიყავი მიღებული საზოგადოებაში, მაგრამ მე სრულიად სხვა რწმენა მქონდა. მახსოვს, ერთ დღეს ვუყურებდი როგორ ფენდა სარეცხს და მეუბნებოდა: — მიყურე როგორ ვაკეთებ, რადგან ერთ დღეს შენ მოგიწევს ამის გაკეთება. მე შინაგანად უკვე ვიცოდი, რომ ეს არ იქნებოდა ჩემი ცხოვრება. მაშინ 4 წლის ვიყავი.
7.ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ერთსა და იმავეს — საზოგადოებაში ყველა ერთსა და იმავეს ეძებს, ყველას სურს საკუთარი თავი კარგად გამოხატოს, წარმოაჩინოს. თუ ვინმეს უნდა იყოს კარგი მცხობელი და ამას ამას ახერხებს მაშინ ჩემსა და მას შორის განსხვავება არაა, მხოლოდ ჩვენი გზებია განსხვავებული.
8.იპოვე შენი მიზანი — თუ არ იცი რა არის შენი მიზანი აუცილებლად დამარცხდები.
9.დარჩი მიწაზე — ყოველთვის მინდა გავუგო ადამიანებს და მათაც ესმოდეთ ჩემი. ვფიქრობ, რომ ჩემი შოუს წარმატების მიზეზი 25 წლის განმავლობაში ისაა, რომ მაყურებელი ჩემში საკუთარ თავს ხედავს. ჩემთვის ფინანსური წარმატება ძალიან მოულოდნელი იყო.
10.დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება — „ძვირფასო ლამაზო, შავკანიანო გოგონა. ვიყენებ სიტყვას „ლამაზი“, რადგან ვიცი, რომ ეს ის სიტყვაა, რომელსაც საკუთარ თავს არასდროს დაუძახებ. ვიხედები შენს თვალებში და ვხედავ სინათლეს და ჩემს იმედს. ამ ფოტოზე სულ ახალი გამხდარი ხარ 20 წლის, დგეხარ ტელევიზიის გარეთ, სულ ახლახანს აგიყვანეს რეპორტიორად. ბედნიერად გამოიყურები, მაგრამ ვიცი როგორი შეშინებული ხარ. რაც შემიძლია გითხრა — დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება!“
ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლის შემდეგ, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე წყვეტს თანამშრომლობას მარჯანიშვილის თეატრთან, ამის შესახებ იგი წერს თავის ფე...
ხატვა გრძნობების, აღქმულისა და აღსაქმელის, გარესამყაროს საკუთარი ფანტაზიით გადმოცემის საშუალებაა, ნიჭია, რომელიც ყველას არ აქვს. მხატვარ დავით მურაჩაშვილის შემოქმედების ხილვისას ერთი აზრი გებადება...
პიანისტი, გიორგი გიგაშვილი, რომელიც რუბინშტეინის კონკურსის ფინალში გავიდა, სოციალური ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ჟიურის საბოლოო შედეგებს უზიარებს და წერს, რომ მეორე ადგილზე გავიდა. გიორგი გიგაშვილი ...
თამარ მაყაშვილის სკადანლი - ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია ნათქვამი:„ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატუ...
ცნობილია, რომ რუსეთ - უკრაინის ომს მომღერალი დღემდე აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მომღერლად და წარმატებულ ხელოვანად რუსეთში ჩამოყალიბა და რუსი ხალხისგან სიყვარულითაა დავალებული, რუსულ პოლიტიკ...
დიდი ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე ასი წლის წინ, 1921 წლის 10 ივლისს, ქუთაისის სოფელ ბაღდათში დაიბადა. მისი დაბადებიდან 100 წლისთავს კი ბარიტონი დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში " დავით ღვინიანიძის ხ...
ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინ...
კომენტარები