0 1 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საფრანგეთში 30 ოქტომბრიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, საფრანგეთში 30 ოქტომბრიდან საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ამოქმედდება. ამის შსახებ სატელევიზიო გამოსვლაში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა

„საფრანგეთში ვირუსი წარმოუდგენელი სიჩქარით ვრცელდება. ვირუსის გავრცელების ასეთ სიჩქარეს ყველაზე პესიმისტური სცენარითაც კი ვერ წარმოვიდგენდით. ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების მოსახლეობის რაოდენობასთან თანაფარდობა გაორმაგდა. პირველი ტალღისგან განსხვავებით, დღეს ყველა რეგიონი სახიფათო სიტუაციის ზღვარზე დგას“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. 

ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთში ეპიდემიის მეორე ტალღა უფრო მძიმე და მომაკვდინებელი იქნება, ვიდრე პირველი ტალღა. 

კარანტინის რეჟიმის მოქმედების პერიოდში სკოლები, კოლეჯები, ლიცეუმები და ბაღები ღია დარჩება, თუმცა გამკაცრდება სანიტარული რეგულაციები.

ამასთანავე, აიკრძალება საფრანგეთის რეგიონებს შორის გადაადგილება, ბარები, რესტორნები და არასასიცოცხლო მნიშვნელობის მაღაზიები დაიხურება, ხოლო მუშაობა დისტანციურ რეჟიმში განხორციელდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს შეუძლებელია. კარანტინის რეჟიმი 1-ელ დეკემბრამდე გასტანს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 1 198 695 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 35 541 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები