მთავარი თემა
თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადეები ღია სივრცეშიც ატარეთ - მთავრობის მკაცრი რეკომენდაცია
2020-10-23 11:50:55
მთავრობა მკაცრ რეკომენდაციას იძლევა, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში პირბადის ტარება ღია სივრცეებშიც მოხდეს.
შესაბამისი განცხადება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.
„მკაცრი რეკომენდაცია გახლავთ, რომ 3 ქალაქში, სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომაროება მოითხოვს და ეს ქალაქებია თბილისი, ქუთაისი და ბათუმი, პირბადის ტარება მოხდეს გარე სივრცეებშიც, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი. მოგიწოდებთ, რომ დღეიდან თბილისში, ქუთაისში და ბათუმში ღია სივრცეებში პირბადე ვატაროთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება პოლიციის რესურსის გამოყენება ამაზე", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
კომენტარები